გაზიდისი გატუზოს შეხვდა: მისი მომავალი გადაწყვეტილია

image
ჯენარო გატუზოს წასვლაზე პრესაში საკმაოდ ხშირად იწერებოდა. მის წასვლას დიდი ალბათობით ლეონარდოც შეეწირება, მომდევნო რამდენიმე საათში "კასა მილანიდან" საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადებები გაჟღერდება.

გაზიდისისა და რინოს შეხვედრაზე მხარეებმა მომავალზე ისაუბრეს. სამხრეთ აფრიკელმა კმაყოფილება არ დამალა იმაზე, რომ "როსონერიმ" ჯენაროს მეთაურობით "რომასა" და "ლაციოს" გაუსწრო, თუმცა საბოლოო მიზანს მაინც ვერ მიაღწია. ივანმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც გატუზო დაკავებულ პოსტს დატოვებს.

აქვე გაზიდისის "სპალთან" მატჩის შემდგომი ინტერვიუ: "იმედგაცრუებულები ვართ, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა ვერ შევძელით. მიუხედავად ამისა, გუნდი ბოლო წუთამდე იბრძოდა და მინდა ამისათვის თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო. 2012-13 წლების სეზონის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელი დავაფიქსირეთ და დარწმუნებული ვარ, რომ განვითარებას განვაგრძობთ. მომდევო რამდენიმე კვირის განმავლობაში ყველაფერს ანალიზს გავუკეთებთ და სტრატეგიას დავსახავთ. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს საოცარი მხარდაჭერისათვის."
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 8

ციტატა: Arigo
Fenomeno 9
ბრაზილიელები კი არა ნიჭიერი და შრომისმოყვარე, ახალგაზრდა ფეხბურთელები უნდა მოიყვანონ!
წარმატებები პაკეტას! მაგ ბიჭს მივესალმები და იმედი მაქვს
კესის რას უშვრები? 22 წლისაა, კლასნია და ფიზიკურად ძლიერი, დახვეწა უნდა ცოტა
ისევე როგორც თურქს, ჯერ ახალგაზრდაა და კარგი მწვთნელის ხელში იქნებ მოუმატოს? თუ არა და სკამი, როგორც ასეთი არსებობს
სუსოს ადგილას არანაკლებად ძლიერი კონკურენტი საჭიროა, ვისთან ერთადაც სათამაშო დროს გაიყოფდა! მე დომენიკო ბერარდის მოვიყვანდი, როცა სუსო გადაიღლება, ბერარდი დადგება, როცა ბერარდის გააძევებენ ან ყვითლებს დააგროვებს ან გაიტრამვება, მაშინ სუსო და ასე

პოინტეკის ადგილას წესიერი მწვღთნელი კუტრონესაც აათამაშებდა, ან პაოლიჩს მოსინჯავდა დანიელეს, (დაჟე ვან ბასტენის ეპოქაში იყო გუნდში ძლიერი იტალიელი ფორვარდი, რომელიც საჭირო დროს საჭირო საქმეს აკეთებდა, მაგ. დანიელე მასარო და მარკო სიმონე (კლუბის აღზრდილი)) ცენტრში ბაკაიოკოს გამოსყიდვა და სენსის მოყვანა გუნდს სკამს გაუმაგრებს და როტაციების საშუალება იქნება, ეხლა მონტოლივო-ბერტოლაჩი ტყუილა ყავდა, მაური მენანება, ნიჭიერი იყო...
თუ მაინცდამაინც ბრაზილიელი გვინდა, მაშინ სიტის გაბრიელ ჟესუსზე დაველაპარაკოთ, თუ დასთანხმდა გაბო პიონტეკის ზამენას...
ბრაზილიელების უმეტესობას გული პსჟ-საკენ და დიდი ფულისაკენ მიუწევთ
ისე ყველაზე მეტად ჟოაო ფელიში მინდა (გვარი წაუბრაზილიურებს პორტუგალიელობის გამო) მაგრამ აბა სადაა?!

მე განა ვამბობ რო ბრაზილიელებით ავავსოთ გუნდი თქო უბრალოდ ლეონარდო ბრაზილუერ ბაზარზე ძლიერია და რაც შეეხება ჟოაო ფელიშს ნეტა ეგ მოიყვანონ და თუ უნდათ გუნდში საერთოდ ნუ გააკეთებენ ტრანსფერს , კესის ბაკაიოკოს ზამენა იქნებოდა ან ბონავენტურასი მაგრამ ბაკაიოკოს არ გამოისყიდიან ხოლო წინ მალკომი პაკეტა და ევერტონი ნამდვილად დიდი ძალა იქნება
rossoneri1111
rossoneri1111 28 მაი 2019 08:40
ციტატა: Nero
სქაის განცხადებით ლეონარდო ხვალ დატოვებს გუნდს.. უთანხმოების მიზეზად სახელდება ის რომ ლეონარდოს სურს გამოცდილი ფეხბურთელების მოყვანა ხოლო გაზიდისის გეგმა დამყარებულია ახალგაზრდებზე.. ლეონარდოს წასვლის შემთხვევაში დიდი ალბათობით მალდინიც დატოვებს თავის თანამდებობას.. მოკლედ თქვენი არვიცი მაგრამ მე მაგრად ამიცრუვდა გული უკვე ყველაფერზე რაც მილანის გარშემო ხდება და ამ გაზიდისის იმედიც ნაკლებად მაქვს..

ეგრეა ძმაო ეგრე ეს არ იქნება გუნდი რომელიც დიდი მიზენბისთვის იბრძოლებს ჩვეულებრივი ინკუბატორია გამოჩეკავენ გაყიდიან, ლეონარდოს და მალდინის ყველაზე დიდი შეცდომა გატუზოს დატოვება იყო მე გაზიდისს გაუშვებდი და ლეონარდოს დავტოვებდი, ამ პოლიტიკით მინიმუმ კიდე 7 წელი არაფერი გვეშველება
Arigo 28 მაი 2019 02:25
Fenomeno 9
ბრაზილიელები კი არა ნიჭიერი და შრომისმოყვარე, ახალგაზრდა ფეხბურთელები უნდა მოიყვანონ!
წარმატებები პაკეტას! მაგ ბიჭს მივესალმები და იმედი მაქვს
კესის რას უშვრები? 22 წლისაა, კლასნია და ფიზიკურად ძლიერი, დახვეწა უნდა ცოტა
ისევე როგორც თურქს, ჯერ ახალგაზრდაა და კარგი მწვთნელის ხელში იქნებ მოუმატოს? თუ არა და სკამი, როგორც ასეთი არსებობს
სუსოს ადგილას არანაკლებად ძლიერი კონკურენტი საჭიროა, ვისთან ერთადაც სათამაშო დროს გაიყოფდა! მე დომენიკო ბერარდის მოვიყვანდი, როცა სუსო გადაიღლება, ბერარდი დადგება, როცა ბერარდის გააძევებენ ან ყვითლებს დააგროვებს ან გაიტრამვება, მაშინ სუსო და ასე

პოინტეკის ადგილას წესიერი მწვღთნელი კუტრონესაც აათამაშებდა, ან პაოლიჩს მოსინჯავდა დანიელეს, (დაჟე ვან ბასტენის ეპოქაში იყო გუნდში ძლიერი იტალიელი ფორვარდი, რომელიც საჭირო დროს საჭირო საქმეს აკეთებდა, მაგ. დანიელე მასარო და მარკო სიმონე (კლუბის აღზრდილი)) ცენტრში ბაკაიოკოს გამოსყიდვა და სენსის მოყვანა გუნდს სკამს გაუმაგრებს და როტაციების საშუალება იქნება, ეხლა მონტოლივო-ბერტოლაჩი ტყუილა ყავდა, მაური მენანება, ნიჭიერი იყო...
თუ მაინცდამაინც ბრაზილიელი გვინდა, მაშინ სიტის გაბრიელ ჟესუსზე დაველაპარაკოთ, თუ დასთანხმდა გაბო პიონტეკის ზამენას...
ბრაზილიელების უმეტესობას გული პსჟ-საკენ და დიდი ფულისაკენ მიუწევთ
ისე ყველაზე მეტად ჟოაო ფელიში მინდა (გვარი წაუბრაზილიურებს პორტუგალიელობის გამო) მაგრამ აბა სადაა?!
Bmfm
Bmfm 28 მაი 2019 00:15
Rusul saitze ramdeni inpormaciebi devs gushindelis mere da aq shesvlac dagezareba kacs .. dadet ra rame sainteresoo..
Nero საიტზეა
Nero 27 მაი 2019 22:49
სქაის განცხადებით ლეონარდო ხვალ დატოვებს გუნდს.. უთანხმოების მიზეზად სახელდება ის რომ ლეონარდოს სურს გამოცდილი ფეხბურთელების მოყვანა ხოლო გაზიდისის გეგმა დამყარებულია ახალგაზრდებზე.. ლეონარდოს წასვლის შემთხვევაში დიდი ალბათობით მალდინიც დატოვებს თავის თანამდებობას.. მოკლედ თქვენი არვიცი მაგრამ მე მაგრად ამიცრუვდა გული უკვე ყველაფერზე რაც მილანის გარშემო ხდება და ამ გაზიდისის იმედიც ნაკლებად მაქვს..
rijkaard 27 მაი 2019 22:04
იმედია არსენალად არ აქცევს გუნდს ნამდვილად მეწყინა ლეონარდოს გაშვება
გატუზო აუცილებლად უნდა წავიდეს !! ლეონარდოც ამან შეიწირა და საერთოდ დიდი შეცდომა იყო ზამთარში ამის დატოვება , ზოგი ამბობს სათადარიგო არ გვყავდაო ზოგი ამბობს ემპოლის ბრალიაო და ასე შემდეგ ყველაფერი მილანის ბრალია და სათადარიგოზეც საკმაოდ ხალხი გვყავდა კასტილეხო განა ცუდია ან კუტრონნე წელს ჩვენი გუნდი ლიგას იმსახურებდა შემადგენლობით რო ვამბობთ ბოლო წლებში ყველაზე კარგი შედეგი დავაფიქსირეთო ქულებით დაგავიწყდათ წინა წლებში რა გუნდით ვთამაშობდით ზამთარში გუნდმა პაკეტა პიონტეკი დაიმატაა რომლებსაც გატუზო ვერ იყენებდა საკმარისად , მე პირადად ლეონარდოს წასვლა არ გამკვირვებია და არვიცი რა ვთქვა გამიხარდეს თუ მეწყინოს ძალიან მინდოდა ბრაზილიელები მოეყვანა გუნდში და ასეც იქცეოდა რამოდენიმე ტრანსფერი შეჩერდა მისი წასვლის შემდეგ : ევერტონი, სენტ მაქსიმი, სენსი დიდი არაფერი მაგრამ მთავარია ახალი სეზონიდდან ვისზე დაჩალიჩდებიან საშინელება მოხდა რო ლიგაზე ვერ გავედით მაგრამ ევროპა ლიგაც არაა ცუდი და კონკურენციის თვალსაზრისით არ თამაშობენ სუსტი გუნდები და ის რო ევროპა ლიგიდან თავს მოიხსნიანო დიდი სისულელე იქნებოდა ბოლო ბოლო თუ გადატვირთვა არ უნდათ ფეხბურთელების ზოგის სათადარიგო ზოგი პრიმავერას ფეხბურთელები ვათამაშოთ, გატუზოომ გუნდი გადაწვა სულ ერთიდაიგივე შემადგენლობა სულ მერე მოიგებდა 2-3 თამაშ და ვსო მერე უკვე მკვდრებივით იყვნენ როტაციას საერთოდ არ მიმართავდა მითუმეტეს იყო დროროცა არც ჰაკანი და არც სუსო არ იყო ძირითადის ღირსი .ვფიქრობ გატუზოც უნდა წავიდეს და მოვიდეს გამოცდილი მწვრთნელი რომელიც მინიმუმ ლიგაზე გაგვიყვანს ალეგრი მე პირადად გამიხარდებოდა, რაც შეეხება ფეხბურთელებს პირველ რიგში გუნდი უნდა გაიწმინდოს და დავჩალიჩდეთ უფრო მეტად თავისუფალ აგენტებთან:
უნდა წავიდნენ: ანტონიო დონარუმა (1-2მ) აბატე ზაპატა მონტოლივო ბერტოლაჩი (უფასო) ბილია (7-8მ) სტრინიჩი (3-4მ) მუსაკიო (18მ) როდრიგესი (25მ) ლაქსალტი (15მ) ჰაკანი (30მ) ბორინი (10მ) სილვა (30მ) ლოკატელი (12მ) სუსო (40მ) დაახლოებით 170 მ
ვიყიდიდი: ბაკაიოკო (35მ) კოშელნი (10მ) კეჰილი კასერესი შვააბი (აქედან 1 მაინც უფასოდ) მაური (კონტრაქტს გავუფორმებდი ) ბრაჰიმი (უფასო) ბალოტელი (უფასო) რამირესი (უფასო) კუკურელა , კურზავა (აქედან ერთერთს დაახლოებით (20-25მ) ბერვინი სენტ მაქსიმი ევერტონი მალკომი (აქედან 2 მოვიყვანდი ან სუსოს არ გავყიდიდი )
საბოლოოდ ცუდი გუნდი არ დადგებოდა :
____________დონარუმა__________
____კალაბრია___კოშელნი___რომანიოლი____კუკურელა_
_____ბაკაიოკო___ბონავენტურა__
___მალკომი __________პაკეტა_____ევერტონი______
____________პიონტეკი______________

სათადარიგო: რეინა,პლიცარი, კონტი, კალდარა ,კეჰილი, კასერესი, კესი, მაური, რამირესი, კასტილეხო, ბრაჰიმი,კუტრონე, ბალოტელი.
თუ მაინც და მაინც გახდა საჭირო გუნდის ლიდერების გაყიდვა და დონარუმაც წავიდა მინიმუმ 80 მილიონი უნდა მოგვცენ და კიდევ გავყიდიდი კუტრონეს 35მ ამ ფულით ვან დე ბეეკს მოვიყვანდი 50მ და დავიდ ნერეს 60მ
საინტერესოა ვის მოიყვანენ ამის ნაცვლად.

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით, როგორ შეაფასებდით "მილანის" სატრანსფერო პოლიტიკას?


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: მუსაკიო
ტრავმირებული: კალდარა

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image