კასტილეხოს სამშობლოში მსურველი გამოუჩნდა

image

სამუელ კასტილეხო "მილანის" სათადარიგო მოთამაშეა, თუმცა შეტევის გაძლიერების უმთავრესი ალტერნატივაა. ესპანელმა გარემარბმა მიმდინარე სეზონში 31 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ოთხი გოლი გაიტანა.

სამუს გადაბირებით "რომას" ყოფილი და ამჟამად "სევილიას" სპორტული დირექტორი მონჩია დაინტერესებული. ესპანელი ფეხბურთელი ამჟამინდელი სიტუაციით კმაყოფილია და სამშობლოში დაბრუნება არ სურს, თუმცა მონჩი მის დასარწმუნებლად ყველაფერს გააკეთებს.

"ვილიარეალის" ყოფილ ვინგერს "როსონერისთან" კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს და სეზონში 1,5 მილიონ ევროს იღებს. ლომბარდიული გრანდი მას 23 მილიონ ევროდ აფასებს და "მილანის" პასუხი ანდალუსიელების შეთავაზებაზე იქნება დამოკიდებული.
скачать dle 10.5фильмы бесплатно
Image

კომენტარები 3

JAO_MILAN 24 მაი 2019 22:42
ფაფხურა ტიპია, სარფუანად თუ გაიყიდება გაუშვან
გუნდი ლიგაზე თუ არ გავიდა მაგარი წმენდვა წავა და პრიკუპში ესეც მოყვება.
არმესმის რატო უნდა გაყიდო კასტილეხო, უფასოდ გაუშვა მაური, ეხვეწო აბატე-ზაპატას დარჩენაზე ,
კასტილეხო - როცა შემოდის ყოველთვის სიმწვავე შემოაქვს სათადარიგოზე ზის და პრეტენზიას არ გამოთქვავს მისი გამოყენება ნებისმიერ ტაქტიკაშია შესაძლებელი როგორც მარჯვენა ვინგერად ასევე თავდამსხმელის უკანა ფორვარდად ასევე მეორე ფორვარდად მასზე უკეთესი სათადარიგოზე არავინ გვყავს.
ხოსე მაური - რაც მე ვუყურე ამ ბიჭის თამაშს ყოველთვის კარგად გამოიყურება და შეფასებების დროსაც 3 ეულში არის ხოლმე ყოველთვის იბრძვის ბოლომდე და სათადარიგოსთვის მშვენიერია მითუმეტეს როცა გუნდს არშეუძლია დიდი თანხების დახარჯვა ეს ფეხბურთელი უნდა დაიტოვონ და გაუხანგრძლივონ კონტრაქტი.
აბატე ზაპატა - რატო უნდა ვეხვეწოთ ამ ორ ასაკსი შესულ ფეხბურთელს დარჩენაზე ორივე ერთად 4 მილიონამდე იღებს ხელფას და ჯობია ეს 4 მილიონი სხვა ფეხბურთელს დავახარჯოთ მაგალითად შვააბს (პსვ უფასოდ) კეჰილი (ჩელსი უფასოდ) ვიკტორ რუიზი (ვილიარეალი უფასო) ნევენ სუბოტიჩი (სენტ ეტიენი უფასო) გაბრიელ მერკადო (სევილია უფასო) ამას პლიუს ბრუნდება ფროსინონეში გაშვებული სტეფან სიმიჩი და პრიმავერას ყოფილი ფეხბურთელი მატეო გაბია რომელიც 19 წლისაა

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: კალდარა, ბონავენტურა

გამოკითხვა

ეთანხმებით "მილანის" გადაწყვეტილებას ევროპა ლიგიდან თავის მოხსნასთან დაკავშირებით?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image