"მილანმა" ზაპატას შემცვლელს მიაგნო

კრისტიან ზაპატა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ "მილანს" დატოვებს. შვიდი ლომბარდიული სეზონის შემდეგ 32 კოლუმბიელი დიდი ალბათობით, პრემიერ ლიგაში გადაბარგდება.
"Tuttosport"-ის თქმით, ივან გაზიდისი ლონდონში ყოფნის პერიოდში 27 წლის გერმანელ მცველს შკოდრან მუსტაფის დაუკავშირდა, რომელიც "არსენალის" ღირსებას იცავს და ბრიტანეთის დედაქალაქიდან აბარგება აქვს გადაწყვეტილი.
"მეთოფეებმა" მუსტაფი "ვალენსიადან" 41 მილიონ ევროდ იყიდეს, თუმცა ამჟამად მზად არიან 20 მილიონ ევროდ შეელიონ. მისი დამატების სურვილს "როსონერის" გარდა, გერმანელის ყოფილი კლუბი "ვალენსიაც" გამოთქვამს.

* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
კომენტარები 11