რიბერი: "ჩემი შეძენა ევროპის საუკეთესო კლუბებს სურდათ"

image
ხანგრძლივი გერმანული კარიერის შემდეგ, მიუნხენის "ბაიერნის" ერთ-ერთი ვარსკვლავი, ფრენკ რიბერი, სეზონის ბოლოს "ბავარიელებს" ტოვებს. "Sport Bild"- თან მიცემულ ინტერვიუში მან შეაჯამა "წითლების" მაისურით გატარებულ წუთებზე...

"ბაიერნში" დარჩენა იყო ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში."- ამ სიტყვებით დაიწყო ინტერვიუ ფრანგმა ვინგერმა. "ჩემით ინტერესდებოდნენ ისეთი დიდი კლუბები, როგორიც "იუვენტუსი", "ინტერი", "მილანი", "ჩელსი", "რეალ მადრიდი", "ბარსელონა" და "მანჩესტერ იუნაიტედი".

"ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, ჩემს თავში ათასი აზრი ტრიალებდა. დამეთანხმებით, რომ ჩამოთვლილ კლუბებში ასპარეზობა ნებისმიერი ფეხბურთელისთვის სასურველია. თუმცა ვთვლი, რომ ყველაფერი სწორად გავთვალე და ისღა დამრჩენია, კლუბის პრეზიდენტ ული ჰიონესსა და ჩემს აგენტს მადლობა მოვუხადო. სწორედ მათ გადამადგმევინეს ის ნაბიჯი, რომელსაც არასდროს არ ვინანებ."- განაცხადა 36 წლის რიბერიმ.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 3

gogi1984 17 მაი 2019 15:21
მოკლედ გაზიდისი ლონდონში მიდისო სარისთან. იწერება რომც მოიგოს ჩელსიმ ფინალი მაინც უშვებს აბრამაო და ვერ ვიგებ რას ემდურება ამ კაცს ლიგაზე დააბრუნა გუნდი და ფინალშიც გაიყვანა. თუ სარი არ გამოვა გეგმა B გასპერინიაო.

ოფიციალურად: ალეგრი იუვეს დატოვებს სეზონის ბოლოს. რა გაიხარეს იუვეს ფანებმა დდ

რა სამი ლიმონი ბლიად!!
მიეცით 5 ლიმონი. სამად მე არ ჩავუდგები მილანს სათავეში.

ისე სამი წლის მერე ამის გაშვებაც მოგვიწევს... ტიპი უეჭველი ფილტვის კიბოს აიკიდებს და მანამდე კი იცოცხლებს.
American 17 მაი 2019 07:53
BREAKING NEWS

"მილანის" მწვრთნელად შეიძლება "ჩელსის" მენეჯერი მაურიციო სარი დანიშნონ.

Calciomercato-ს ცნობით, "მილანის" ხელმძღვანელობას ამჟამინდელი თავკაცის ჯენარო გატუზოს გადაყენება გადაწყვეტილი აქვს, რომელიც გუნდს 2017 წლის შემოდგომიდან უდგას სათავეში.

გამოცემის მტკიცებით, სარის კანდიდატურა როსონერის მფლობელებს იდეალურად მიაჩნიათ, მას უკვე დაუკავშირდნენ და 3-წლიანი კონტრაქტი და სეზონურ გასამრჯელოდ 3 მილიონი ევრო შესთავაზეს. ამას გარდა, 60 წლის სპეციალისტს დათანხმების შემთხვევაში ტრანსფერებზე სრული კონტროლი ექნება.

ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე "მილანი" მეხუთე ადგილზეა და მეოთხე პოზიციაზე მყოფ "ატალანტას" 3 ქულით ჩამორჩება.

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით, როგორ შეაფასებდით "მილანის" სატრანსფერო პოლიტიკას?


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: მუსაკიო
ტრავმირებული: კალდარა

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image