პიონტეკის მომავალზე გადაწყვეტილება მიღებულია

image
"მილანმა" პოლონელი ფორვარდის, კრიშტოფ პიონტეკის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. პოლონელი "მილანს" ზამთარში შეუერთდა. მისი ყიდვა "როსონერის" 30 მილიონი ევრო დაუჯდა. პოლონელმა მილანური კარიერა შესანიშნავად დაიწყო და ხუთ შეხვედრაში 7 გოლის გატანა შეძლო. მართალია, ამის შემდეგ მისი გასროლილი ბურთი ბადეს არ შეხებია, თუმცა "როსონერისთვის" იგი უმნიშვნელოვანეს და ხელშეუხებელ ფიგურას წარმოადგენს. შესაბამისად, "მილანი" დაბლოკავს ნებისმიერ წინადადებას, რომელიც პიონტეკის შეძენას შეეხება.

იწერება იმის შესახებ, რომ პიონტეკის ყიდვა ინგლისურ და ესპანურ გუნდებს სურთ, ტუმცა ელიოტის წარმომადგენლები ეთანხმებია ლეონარდოსა და მალდინის იმის შესახებ, რომ პოლონელი თავდამსხმელი გუნდის მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენს და კლუბი იმ შემთხვევაშიც იტყვის მის გაყიდვაზე უარს, თუ შემოთავაზებული თანხა 50-55 მილიონი ევრო იქნება. "როსონერიში" სურთ, რომ კლუბის მომავალი გეგმები მომავალ სეზონში სწორედ პიონტეკზე ააწყონ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულია, თუმცა ფაქტია, რომ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ არის მოწყვეტილი, რადგან პიონტეკის "მილანი" გაცილებით საშიშია და "როსონერიც" ამდენი წლის შემდეგ ძლიერი ფორვარდით დაბრუნდა სტადიონზე.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 2

Arigo 16 მაი 2019 22:46
პოლონელებს ძლიერი 9-იანები ყავთ რომ ვუყურებ!
ეს ბიჭი კიდევ 9-იანზე ზუსტად სამილანეა, სწრაფი,ფიზიკურად ძლიერი და გოლის სასწაული ალღოთი
ბურთის გაჩერება-დამუშავების პრობლემა რომ არ აქვს და სიღრმიდანაც რომ შეუძლია მომენტის შექმნა! მარტო საჯარიმოს ფორვარდიც არაა, არც ტიპიური აყლაყუდა, მძიმე "სტოლბა" ფორვარდია: ახტი-თავი დაუხვედრე-გაიტანე, თუმცა 2 სართულზეც მშვენიერია
ძალიან გამიხარდა ამის მოყვანა და გაშვება არ განიხილება, სულ რომ 100-120 მილიონი შემოგვაძლიონ!

გაისად 26-33 ფარგლებში გაიტანს, აი ნახეთ თუ არა! ეს სერია ა-ში, თასზე და ევროტურნუირებზე კიდევ ცალკე თემაა
იასნა დოანრუმა რომანიოლი პაკეტა კესიე პიონტეკი არ უნდა გაყიდონ, ბაკიოკო გამოისყიდონ და ამის შემდეგ მოიყვანონ სენსი ბერარდი ტონალი და რავიცი ვისი მოყვანაც უნდათ

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით, როგორ შეაფასებდით "მილანის" სატრანსფერო პოლიტიკას?


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: მუსაკიო
ტრავმირებული: კალდარა

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image