ტონალი, სენსი და ბაკაიოკოს მომავალი - რა ხდება როსონერის ნახევარდაცვაში

image

ელიოტის და ივან გაზიდისის სურვილია გუნდში ინვესტიცია ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გაკეთდეს. ინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, რომ "მილანის" რადარზე სანდრო ტონალი და სტეფანო სენსი გამოჩნდნენ. ამის შესახებ ცნობებს ავრცელებს RadioRossonera-ს ჟურნალისტი პიეტრო ბალძანო პროტა.

ჟურნალისტი აცხადებს, რომ ტონალი, რომელიც 19 წლისაა, არის იმ სტილის ფეხბურთელი, რომელსაც გუნდის მფლობელები ეძებენ. ჟურნალისტის ცნობით, "მილანსა" და "ბრეშას" შორის უკვე შედგა პირველადი კონტაქტი, ხოლო მილანის წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ ტონალის აგენტსაც.

ახალგაზრდა იტალიელი არ უარყოფს, რომ ბავშვობიდან "როსონერის" გულშემატკივარია. ფეხბურთელის მიმართ ინტერესს გამოთქვამენ იუვე და სხვა კლუბები, თუმცა კონკრეტული ცნობები "ბიანკონერის" მხრიდან არ გახმაურებულა. ტრანზაქცია კლუბს იაფი არ დაუჯდება, თუმცა როგორც იწერება, ტონალი "როსონერისთვის" უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე ბაკაიოკო, რომლის გამოსყიდვაც "მილანს" 35 მილიონი ევრო უჯდება. გარდა ამისა, ფრანგისა და იტალიელის ხელფასებს შორის სხვაობაც დიდია.

ჟურნალისტმა ასევე აღნიშნა, რომ ლეონარდოსა და ჯუზეპე რისოს (სტეფანო სენსის აგენტი) შორის კონტაქტი შედგა. ლეოსა და "სასულოს" დირექტორის შეხვედრა კი სეზონის ბოლოსაა ჩანიშნული. სენსის ფასი 25 მილიონი ევროა, თუმცა მილანს ამხელა თანხის გადახდა არ მოუწევს, თუ მის შეძენას გადაწყვეტს, რადგან "ნეროვერდის" ლოკატელის შეძენის ვალდებულება აქვს აღებული, რომლის ფასიც 10 მილიონ ევროს + 2 მილიონი ევროა (ბონუსები). მსგავსი ტრანზაქცია კი "მილანმა" ლაქსალტის შემთხვევაში განახორციელა, როდესაც ჯანლუკა ლაპადულას ჩართვით დიეგოს ფასი დაწია.

სენსი და ტონალი ერთი პოზიციის ფეხბურთელები არიან, შესაბამისად გაურკვეველია კლუბი ორივეს შეძენას შეეცდება თუ მათგან ერთ-ერთს მოიყვანს მილანელოზე.
скачать dle 10.5фильмы бесплатно
Image

კომენტარები 4

ბაკაიოკო ორივეს რო ბევრად ჯობია ფაქტია და იტალიაში ერთერთი საუკეთესოაამ პოზიციაზე ბაკაიოკო გამოისყიდონ და მერე თუ უნდათ გაყიდონ არადა 45 მილიონად უეჭველი იყიდიან ტონალიც აუცილებლად მოსაყვანია ახალგაზრდაა მაგრამ ამ ახალგაზრდა ფეხბურთელზე დაყრდნობა როგორ შეიძლება არვიცი, სენსის რაც სეეხება ვფიქრობ 90%მოყვანილი ყავთ სათადარიგოზე კარგი იქნება
rossoneri1111
rossoneri1111 16 მაი 2019 19:12
ციტატა: Nero
ამათ თუ უნდათ რო გუნდმა მარტო ახალგაზრდებით შედეგი დადონ მაშინ შესაფერისი მწვრთნელიც უნდა მოიყვანონ რომელმაც იცის მუშაობა ტალანტებთან და არა ჯენარო გატუზო

ამათ ფულის კეთება უნდათ დაითრიონ იაფად ახალგაზრდები და გაყიდონ მერე ძვირად და პირდაპირი მნიშვნელობით დაძრეული აქ გუნდ თუ მართლა ესეა
Nero 16 მაი 2019 16:06
ამათ თუ უნდათ რო გუნდმა მარტო ახალგაზრდებით შედეგი დადონ მაშინ შესაფერისი მწვრთნელიც უნდა მოიყვანონ რომელმაც იცის მუშაობა ტალანტებთან და არა ჯენარო გატუზო
მგონი ტონალი ჯობია

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: კალდარა, ბონავენტურა

გამოკითხვა

ეთანხმებით "მილანის" გადაწყვეტილებას ევროპა ლიგიდან თავის მოხსნასთან დაკავშირებით?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image