სირიგუ "მილანს" აფრთხილებს

"ტორინოს" მეკარემ სალვატორე სირიგუმ "Sky Sport"-თან ინტერვიუში "მილანთან" მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მის კლუბს ევროტურნირზე გასვლის ამბიცია აქვს.
"ჯენოასთან" საკმაოდ რთული ბურთები მოვიგერიე და მიხარია, რომ აქტივში სამი ქულა ჩავიწერეთ. სეზონის ფინიში ყველაზე მნიშვნელოვანია და კარგად უნდა ვითამაშოთ. დასაწყისში კარგად არ გამოვიყურებოდით, თუმცა თამაშის ხარისხი აშკარად გავაუმჯობესეთ."
"მილანთან" დაპირისპირება? ჩვენი მიზანი გასული წლის შედეგის გაუმჯობესება იყო. ამჟამად ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული და ვეცდებით მაქსიმალურ წარმატებას მივაღწიოთ. ჩემპიონთა ლიგა? რატომაც არა." - განაცხადა სირიგუმ.

* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
კომენტარები 5