მონტელა: "ჩემი გაწვრთნილი "მილანი" მომწონდა"

image
ფლორენციის "ფიორენტინას" დამრიგებელი ვინჩენცო მონტელა "Dazn"-სთან ინტერვიუს ჩაწერის დროს, თავის ყოფილ კლუბს, "მილანს" კიდევ ერთხელ შეეხო და განაცხადა, რომ მისი გაწვრთნილი გუნდი მოსწონდა.

"დღევანდელობის საუკეთესო მწვრთნელი? იურგენ კლოპი ყველაზე მეტად მომწონს და ვცდილობ, რომ მისგან ბევრი რამ ვისწავლო. ოჯახთან ერთად დიდი დრო გავატარე, ბევრი ვისწავლე და ახლა მთელი ძალებით შევეცდები "ფიორენტინასთან" ერთად წარმატებას მივაღწიო."

"ალეგრი შესანიშნავი ტაქტიკოსია. მასთან დაპირისპირება ყოველთვის მოტივაციას მმატებს. ჩემს კარიერაში საუკეთესო შეხვედრაც მას უკავშირდება, როცა მისი გუნდი 4-2 დავამარცხე."

"მილანში" ბევრი ისეთი რამ გავაკეთე, რაც არ უნდა გამეკეთებინა, თუმცა ეს დიდი გამოცდილება იყო. "როსონერიმ" ჩემთან ერთად ტიტული მოიგო და ევროპაში დაბრუნდა, რაც მეამაყება. ჩემი გაწვრთნილი "მილანი" ძალიან მომწონდა."
- განაცხადა მონტელამ.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 1

superkaka22 20 აპრილი 2019 12:48
იუვენტუსს ორჯერ მოუგო მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ძალიან ცუდი გუნდი ყავდა და ტრენერიც ცუდია, პირადად მე გატუზო ბევრად მირჩევნია

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით, როგორ შეაფასებდით "მილანის" სატრანსფერო პოლიტიკას?


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: კალდარა

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image