გატუზო: "საფინალო ჩხუბი? როცა მეც ვთამაშობდი ამაში ბადალი არ მყავდა"

image

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ "ლაციოს" დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც განვლილ მატჩზე, რომანიოლის ტრავმასა და პიონტეკზე ისაუბრა.

"ლაციოს" წინააღმდეგ ასე უნდა ითამაშო, ყველაფერი უნდა გაიღო, რადგან მათ ჰყავთ სწრაფი, ფიზიკურად ძლიერი და ტექნიკური ფეხბურთელები. ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ გამარჯვება დავიმსახურეთ."

"ალესიოს კუნთის პრობლემა არ აქვს, ამიტომ საგანგაშო არაფერია. სათადარიგო სკამზე მოწინააღმდეგე ფეხბურთელებს შორის ხშირად ხდება შელაპარაკება. როცა მეც ვთამაშობდი ამაში ბადალი არ მყადა, მაგრამ ახლა ისეთ ასაკში ვარ მსგავსი საქციელი მიუღებელი იქნება."

"ჩალჰანოღლუ ბევრს მოძრაობდა, რაც ძალიან მომეწონა. ბაკაიოკოს მოვალეობა სავიჩის განეიტრალება იყო და ამ დავალებას თავი კარგად გაართვა. ბორინიმ კი დინამიურობა შეგვმატა. აუცილებლად უნდა გავუმჯობესდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მიზნის მიღწევა გაგვიჭირდება."

"პიონტეკს თავისუფალი სივრცეების პოვნა უჭირდა. "ლაციოს" მცველებმა შესანიშნავად ითამაშეს. სამწუხაროდ ისეთ სიტუაციაში ბურთი არ მიუვიდა, საიდანაც მისი ბომბარდირული თვისებების გამოვლენას შეძლებდა."
- განაცხადა რინომ.
скачать dle 10.5фильмы бесплатно
Image

კომენტარები 5

Sikinchila
Sikinchila 15 აპრილი 2019 15:09
Ras gadaekidet gatuzos? Pexburtelebs shexedet da mere mostxovet meti shedegi... am shemadgenlobit yvelaze didi shedegi dado.. da darcmunebuli var gatuzos arsad ar gaushveben... gava ligaze da zapxulshi kai pexburtelebsac dautreven....
william265 14 აპრილი 2019 15:31
ციტატა: Nero
ეს თანაგუნდელებსაც ცემდა.. ერთხელ მასიმო ოდდო რაღაცაზე წაეხუმრა ამას და გატუზომ ჩანგალი დაარჭო ფეხში :D


"ტერონე" დაუძახა გუნდის სადილის დროს galliani
დაახლოებით ის პონტია თბილისში რო ჩახვალ და პროვინციელოო რო გეტყვიან :დ
Nero 14 აპრილი 2019 15:26
ეს თანაგუნდელებსაც ცემდა.. ერთხელ მასიმო ოდდო რაღაცაზე წაეხუმრა ამას და გატუზომ ჩანგალი დაარჭო ფეხში :D
ika
ika 14 აპრილი 2019 15:15
რეინას უმადლოდე შენი ნებით წადი სეზონის ბოლოს ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში
gogi1984 14 აპრილი 2019 15:09
უშენოდ ჩხუბი სირცხვილი იქნებოდა

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: კალდარა, ბონავენტურა

გამოკითხვა

შეძლებს "მილანი" გატუზოს მეთაურობით ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებას?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image