"GdS": "მილანი" ნახევარდაცვის ხაზში რევოლუციას გეგმავს

image
"La Gazzetta dello Sport"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულში "მილანი" ნახევარდაცვის ხაზში რევოლუციას გეგმავს. ერთი რამ რაც ცხადია ისაა, რომ "როსონერი" ტიმუე ბაკაიოკოს აუცილებლად გამოისყიდის.

ლომბარდიულ გრანდს მისი ტრანსფერი 35 მილიონი ევრო დაუჯდება, ამიტომ მისი მოსვლის სანაცვლოდ ვინმე უნდა წავიდეს და ეს ვინმე სავარაუდოდ ლუკას ბილია იქნება. ვეტერან არგენტინელ ფეხბურთელს კიდევ ერთი წელი დარჩა კონტრაქტი და იმ შემთხვევაში, თუ ზაფხულში არ გაიყიდა, მომავალში უფასოდ დატოვებს კლუბს. თან მისი წლიური ანაზღაურება 3,5 მილიონ ევროს შეადგენს, რაც სათადარიგო ფეხბურთელისათვის ძვირი სიამოვნებაა.

"ლაციოს" ყოფილი კაპიტნის აგენტმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი მსურველთა ნაკლებობას არ უჩივის. ბილიას შეძენით "ბოკა ხუნიორსი" და ერთ-ერთი ფრანგული კლუბია დაინტერესებული. არგენტინელის შესაძლო ჩინური თავგადასავალიც არ უნდა გამოვრიცხოთ.

ლუკასთან დაპირისპირების შემდეგ გაურკვეველია ფრანკ კესიეს ბედიც, რომლის გაყიდვის შემთხვევაშიც, "მილანის" ბიუჯეტი საგრძნობლად შეივსება. ამათ გარდა კონტრაქტი სამ ნახევარმცველს ეწურებათ, რომლებიც კლუბს აუცილებლად დატოვებენ: მონტოლივო, მაური და ბერტოლაჩი.

რაც შეეხება მათ შემცვლელებს "La Gazzetta dello Sport"-ის თქმით, "როსონერის" მთავარი სამიზნე "სასუოლოს" ახალგაზრდა ნახევარმველი სტეფანო სენსი იქნება. ლეონარდოს კიდევ ერთი საყვარელი ფეხბურთელია ადრიენ რაბიო, რომელიც თავისუფალი აგენტია და ბრაზილიელი მასთან მოლაპარაკებებს კიდევ ერთხელ გამართავს. ბოლო სამიზნე კი "ნაპოლის" ნახევარმცველი ამადუ დიავარა იქნება.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 8

Arigo 11 აპრილი 2019 22:30
სენსი მომწონს, ბარემ ტონალიც და ეგაა

იცით რა არის?ბენფიკას თამაში იქნებ აჩვენონ, ჟოაუ ფელიში მაინტერესებს!სენსი-ტონალი ცენტრში და ფელიში ფლეიმეიქერად, პაკეტა მარცხენა ფლანგზე გადაიწევს და თუ მარჯვენა ფლანგზე ბერარდის ან კიეზას მოიყვანენ, უკვე მომწონს ასეთი მილანი! ბაკაიოკო გამოსასყიდია, ბოლოს და ბოლოს, ცენტრში როტაციების საშუალება გვექნება!სუსო,კასტალეხო,ბილია და კესი, ჩალხანასი არ იყოს, აუთ... მონტოლივო, მაური, ბილია და ბერტოლაჩი ესენიც... ბორინი სკამისათვის ცუდი არაა, აწყობილ გუნდში ჩაჯდება და შედარებით სუსტ მეტოქესთან დასვენების საშუალება გვექნება, კიდევ ბონაც დაბრუნდება და რაღაცას გავს უკვე აქაურობა ამ შემთხვევაში
Oto
Oto 11 აპრილი 2019 20:17
აგერ მატა ხდებს თურმე თავისუფალ .აგენტი და იჩალიჩონ
Ge_Ge 11 აპრილი 2019 18:35
ბარემ სავიჩიც ლეო :დ
superkaka22 11 აპრილი 2019 17:47
რაბიო თუ მოვა ძაან მაგარი ნახევარდაცვა შეიკვრება, მაგრამ არა მგონია ბარსამ უარი თქვას
Oto
Oto 11 აპრილი 2019 17:09
რაბიო კარგია მაგრამ მეეჭვება.რეალთან შეათანხმაო და ის უფრო სარწმუნოა.დიავარას ისევ კესი ჯობია.აი ბილიას მაგივრად სენსი შეიძლება მაგრამ ეს თუ რევოლუციაა ისემც მაგათ დედას შე...ისეთი სათაური იყო მეთქი ეგაა და ავშნდითთქო და სენსი და დიავარაო
Fenomeno10 11 აპრილი 2019 16:35
რაბიო ძაან გაასწორებდა თან აღარც ბარსას უნდა და აღარც რეალს ლეონარდომ რო დაკეროს ჩათვალეთ რაბიო ბაკაიოკო და ამათ წინ პაკეტა , ბონავენტურა დასენსი სათადარიგოზე მაგრამ მე მაინც ტონალი მინდა სენსის ნაცვლად
gogi1984 11 აპრილი 2019 16:01
მალდინის ვრცელი ინტერვიუ თარგმნეთ უეფაზეც ისაუბრა
rossoneri-best 11 აპრილი 2019 15:57
ბაკაიოკო, სენსი, რაბიო და დიავარა. ძალიან მაგარი ნახევარდაცვა იქნება თან ახალგაზრდების. 4-3-3ში და 3-2-3-1ში 6-7 წელი პრობლემა არ ექნებათ მაგრამ რაბიო არ მოვა ალბათ

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით, როგორ შეაფასებდით "მილანის" სატრანსფერო პოლიტიკას?


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: მუსაკიო
ტრავმირებული: კალდარა

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image