გატუზო: "დონარუმასადმი კრიტიკა ლოგიკურია"

image
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ "უდინეზესთან" შეხვედრამდე პრესკონფერენცია ჩაატარა, სადაც რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა.

"მალდინისა და ლეოს ვესაუბრე. ერთმანეთს პატივს ვცემთ, მე არანაირი პრობლემა არ მაქვს, არც მათ აქვთ ჩემთან პრობლემები. რამე რომ იყოს რომელიმე ჩვენგანი ამას იტყოდა."

"კალდარა ფიზიკურად უკეთ გამოიყურება. ახალი სისტემა "უდინეზესთან"? ვნახოთ. "სამპდორიასთან" შეხვედრის პირველ ტაიმში პიონტეკამდე ბურთი არ მიდიოდა. მეორე ნახევარში კი ბევრი მომენტი შევქმენით, თუმცა გოლი ვერ გავიტანეთ. პრობლემა პოლონელში არაა, ჩვენ ვერ ავყევით, რომ 90 წუთი ეთამაშა."

"პირველ ტაიმში, როგორც ყველამ ბაკაიოკომაც ცუდად ითამაშა, მაგრამ მეორე ნახევარში ყველაფერი გამოასწორა. დონარუმასადმი კრიტიკა ლოგიკურია. მომეწონა ის ფაქტი, რომ შეცდომა აღიარა და არ გაიქცა. დარწმუნებული ვარ, რომ ერთი წლის წინ მსგავს რამეს არ გააკეთებდა."

"მსაჯების წინააღმდეგ არანაირი ალიბი არ მაქვს. ორსატო ზოგადად ძალიან ხშირად არ უსტვენს და მსგავს სიტუაციებში პენალტს არ დებს. ჩვენ მათ გადაწყვეტილებებს უნდა დავემორჩილოთ და მოსაგებად მეტი ვიშრომოთ."
- განაცხადა რინომ.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 2

American 2 აპრილი 2019 18:55
Aman diplomatia metad scrapad iscavla vidre elementaruli treneroba. Vitom araperi ise bazrobs.
Sad gatuzo, sad treneroba, zaan scdenilia Es yvelaperi. Ra gaxda milanistvis tundac gasperinis donis treneris moyvana, sacodaobaa martla
Nero 2 აპრილი 2019 18:10
დღეს კიდე ლუკა ბანტი განსჯის ჩვენ თამაშს.. გაქანებული იუვეს მონა

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით, როგორ შეაფასებდით "მილანის" სატრანსფერო პოლიტიკას?


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: მუსაკიო
ტრავმირებული: კალდარა

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image