ლეონარდო: "გატუზოს შეცვლაზე არასდროს გვიფიქრია"

image
"მილანის" მენეჯერმა ლეონარდომ "სამპდორიასთან" მარცხის შემდეგ "DAZN"-სთან და "Sky Sport"-თან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა.

"გატუზოს "მილანთან" კონტრაქტი აკავშირებს და მის შეცვლაზე არასდროს გვიფიქრია. ჯენაროსთან ერთად გამარჯვებები მშვენიერი იქნება, რადგან როგორც ფეხბურთელი, ის "როსონერის" ლეგენდაა."

"გვჯერა, რომ ოთხეულში მოხვედრა შეგვიძლია, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ექვსი წელია ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავდივართ, ეს მარტივი არ იქნება. გასულ წელთან შედარებით, წლევანდელი გუნდი გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ამ მიზნის მიღწევა შეუძლია."

"ახლა მთავარია მშვიდად ვიყოთ და მეოთხე ადგილი ყველაფრის ფასად შევინარჩუნოთ. ახალი სტადიონის აშენება რამდენიმე რთულ პროცედურასთანაა დაკავშირებული და ამის შესახებ განსხვავებული აზრი არსებობს. ჩემი აზრით, ნორმალურია "მილანივით" დიდ კლუბს საკუთარი მოედანი რომ ჰქონდეს."

"კესიე? მან ბოდიში მოიხადა და ყველამ აპატია ის შეცდომა. მისი უთამაშებლობის მიზეზი ის იყო, რომ მხოლოდ ერთხელ ივარჯიშა. ეს მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო და არა დასჯა."

"ორი აზრი არაა, რომ პენალტი უნდა დაენიშნათ, მაგრამ დამარცხებას ამას არ ვაბრალებ. მიუხედავად ამისა, ამ მომენტმა შეხვედრაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. ასევე შესაძლებელი იყო პირველ ნახევარში ანდერსენის ხელზე მოხვედრილ ბურთზეც პენალტის დანიშვნა."
- განაცხადა ლეონარდომ.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 13

rijkaard საიტზეა
rijkaard 31 მარტი 2019 22:24
[quote=Interista]მილანში კონფქლიქტია, გატუზო და ლეონარდო ერთ-ერთი წავა სეზონის ბოლოს.
თუ მილანი ლიგაზე გავა - მაშინ ლეონარდო
და თუ ვერ გავა მაშინ გატუზო(სავარაუდოდ საკმაოდ შეირყევა მალდინის პოზიციაც).

უხ შენ გენაცვალე ვინარის პატარა ქეთი დევდარიანიო? :დ
Saba
Saba 31 მარტი 2019 22:15
Ikardi iyidon ikardi exa intershi magari dadzabuli sitoacia aqvs da gadmobirebis shansia
superkaka22 საიტზეა
superkaka22 31 მარტი 2019 21:10
ამ საიტზე რამდენი ინტერისტა შემოდის?
william265 31 მარტი 2019 19:58
ციტატა: Interista
მილანში კონფქლიქტია, გატუზო და ლეონარდო ერთ-ერთი წავა სეზონის ბოლოს.
თუ მილანი ლიგაზე გავა - მაშინ ლეონარდო
და თუ ვერ გავა მაშინ გატუზო(სავარაუდოდ საკმაოდ შეირყევა მალდინის პოზიციაც).


ჰო ეგ სტატია მეც ვნახე სქაი სპორტზე და იესპიენზე... ამბობენ ორივეს თავდავიწყებით შეუყვარდაო ვანდა ნარა <3
ცაკალელები <3
rossoneri-best 31 მარტი 2019 17:25
ციტატა: გასპარე ასპანუ პიშოტა
https://www.youtube.com/watch?v=RTRIOINkUYg&t=72s მაგრად კაიფობს ფეხბურთით <3

ოლიმპიაკოსიდან მახსოვს, თუ წაუვიდა თამაში უმაგრესია ვერავინ აჩერებს, მაგრამ სამწუხაროდ არასტაბილურია
როდრიგესი გაუშვან ჯობს აზრზე არაა არაფრის და ეს კაცი მოიყვანონ
https://www.youtube.com/watch?v=RTRIOINkUYg&t=72s მაგრად კაიფობს ფეხბურთით <3
Zeon 31 მარტი 2019 17:19
ციტატა: Interista
მილანში კონფქლიქტია, გატუზო და ლეონარდო ერთ-ერთი წავა სეზონის ბოლოს.
თუ მილანი ლიგაზე გავა - მაშინ ლეონარდო
და თუ ვერ გავა მაშინ გატუზო(სავარაუდოდ საკმაოდ შეირყევა მალდინის პოზიციაც).

მააშ დაცხეს ლეომ და გატუზომ ,არა მე მინდაო არა მეო იკარდის ცოლიო
Oto
Oto 31 მარტი 2019 17:19
რომაც წააგებს და გვიან ლაციოც
Achi 31 მარტი 2019 17:06
აგებს რომა :D
rossoneri-best 31 მარტი 2019 17:06
მილანშია კონფლიქტი და ინტერში ყველაფერი დალაგებულად :დდ რიგრიგობით ჰყავთ ნარა ხან იკარდის ხან პადელის და ხან ბროზოვიჩს :დ
gogi1984 31 მარტი 2019 16:35
ციტატა: Interista
მილანში კონფქლიქტია, გატუზო და ლეონარდო ერთ-ერთი წავა სეზონის ბოლოს.
თუ მილანი ლიგაზე გავა - მაშინ ლეონარდო
და თუ ვერ გავა მაშინ გატუზო(სავარაუდოდ საკმაოდ შეირყევა მალდინის პოზიციაც).

და მაგ დროს გაგაღვიძეს რატო შფოთავ ცუდ სიზმარს ხომ არ ხედავო დდდდდ
Interista 31 მარტი 2019 16:32
მილანში კონფქლიქტია, გატუზო და ლეონარდო ერთ-ერთი წავა სეზონის ბოლოს.
თუ მილანი ლიგაზე გავა - მაშინ ლეონარდო
და თუ ვერ გავა მაშინ გატუზო(სავარაუდოდ საკმაოდ შეირყევა მალდინის პოზიციაც).
Zviad nozadze 31 მარტი 2019 16:17
Fuli unda daxarjot fuli beberma qvarialera ve gaachered da vigac fredi moiyvanet normaluri naxevarmcveli 2 ri

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით, როგორ შეაფასებდით "მილანის" სატრანსფერო პოლიტიკას?


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: მუსაკიო
ტრავმირებული: კალდარა

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image