კასტილეხო: "მილანში" დიდ ხანს დარჩენას ვგეგმავ"

image
"Milan TV "-სთან საუბრის დროს, "როსონერის" ესპანელმა გარემარბმა სამუ კასტილეხომ რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა და "ინტერთან" მარცხის მიზეზებსაც შეეხო.

"ინტერთან" გულშემატკივრები მოგებას ელოდნენ, რადგან უკეთეს ფორმაში ვიყავით, თუმცა დერბი ამოუცნობია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. პირველ ნახევარში პოზიციები დავთმეთ და მეორე ნახევარში თამაშის შემოტრიალება ვერ მოვახერხეთ."

"ახლა "სამპდორიასთან" შეხვედრა გველოდება და მოედანზე მხოლოდ სამი ქულისათვის გავალთ. ესპანეთის ჩემპიონატიდან სხვა ჩემპიონატში გადასვლა რთულია და ადაპტაციისთვის დიდი დრო გჭირდება. მარჯვენა ფლანგზე თამაში მირჩევნია, თუმცა მწვრთნელი ჩემგან ყველგან თამაშს ითხოვს."

"სუსო და მე ძალიან ვგავართ ერთმანეთს. როგორც ყველა სხვას, მეც მინდა ცოტა მეტი სათამაშო დრო, ეს ნორმალურია. "მილანში" დიდ ხანს დარჩენას ვგეგმავ, რადგან დიდებული კლუბია. ვაღიარებ, იტალიაში შემტევისათვის ბევრად უფრო რთულია კარიერის აწყობა, ვიდრე ესპანეთში."

"ყველაზე სწრაფი ვარ? არა, გუნდში ყველაზე სწრაფი ლაქსალტია. პიონტეკი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და ამას კიდევ ბევრჯერ დაამტკიცებს. ესპანეთის ნაკრებში მოხვედრა რთულია, თუმცა ამისათვის ყველაფერს ვაკეთებ."
- განაცხადა კასტილეხომ.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 12

kukuri
kukuri 1 აპრილი 2019 04:47
აბა მე მკითხე თუ მინდა შენი ხილვა მილანში დიდხანს :) ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული უკან მოგაყოლებდი: ზაპატას, როდრიგეს, ლაქსალტს, ბორინს, ბერტოლაჩს, აბატეს, კესის, ბიგლიას, ჩანხანოღლუს, კალაბრიას, სუსოს. მოვიყვანდი ალეხანდერ არნოლდ, ვან დეიკი, მარსელო, ვერატი, ისკო, ბამპე, მაგრამ ჩემზე არაფერია დამოკიდებული შესაბამისად ოცნება ოცნებად მრჩება :) და ეს ნეხვებიც :) ცინიკური კომეებით არ მიპასუხოთ ვიცი ძან ოცნებაში რომ წავედი :)) არადა კარგი იქნებოდა ამ მილანის ხილვა: დონარუმა, არნოლდი, ვან დეიკი, რომანიოლი, მარსელო, ბაკაიოკო, ვერატი, ისკო, პაკეტა, ბამპე, პიონტეკი.
American 29 მარტი 2019 21:35
ციტატა: superkaka22
სიმართლე ის არია რო არც სუსო არც კასტილეხო და არც ჩალხანა მილანის მშველელი არ არის? 4 ე ადგილი რო მაქსიმუმია ხო დაინახეთ ზოგ ზოგიერთები რო ნაპოლსაც ასწრებდით საკუთარ წარმოსახვებში, აიღეთ სუსოს საუკეთესო პერიოდი და ამის, რომელი ჯობია? რო იძახით სუსო სკამზე უნდა დაჯდესო, გასაგები არაა ფორმაში მაგრამ ამან ვისთან ჩაატარა კარგი თამაშები ათეულის ქვემოთ მყოფ გუნდებთან? ინტერთან რა ქნა, რა სიტუაციაში აიკიდა პენალტი, ეხლა იტყვით პენალტი არ იყოო,აბა რა იყო საჯარიმოს შიგნით ფეხზე კონტაქტი და მსაჯმა დაგვღუპა ხო? მსაჯმა კი არა ამისმა უყურადღები თამაშმა კუტრონეს ვითომ ძაან მაღალმა საშემსრულებლო დონემ(ბოლო წუთები გაუხსენეთ) გატუზოს იდეალურმა ცვლილებემა და საკუთარ თავში ავარდნამ რო რამოდენიმე თამაში ზედიზედ მოვიგეთ და პახოდუ ინტერი ფირმაში არ იყო, აი ასოექტები რამაც დაგვღუპა. ესლა ვისაც გგონიათ რო სამპდორიასთან ფიორენტინასთან და ტორინოსთან 9 ქულას აიღებენ შარშანდელი სეზონი გაიხსენეთ, საერთოდაც დერბიში ჩაჯმის მერე არამგონია გუნდში კარგი სიტუაცია იყოს, ლეონარდო კიდე ვიღაც ღლაპებს დასდევს, ღლაპები კი არა ორი სამი 30 წლია შემდგარი ვარსკვლავი უნდა მოიყვანონ და მერე ამოუყენონ გვერდში ის ღლაპები თორე ხო ხედავთ კესიე თავი ონიანი გონია და გუნდში პალაჟენიის წაყვანა უნდა

Igives me ro vcer mecinaagdegebian da shen getanxmebian:)))))))))))))
tabihno 29 მარტი 2019 19:52
მესმის რო გვინდა კარგი ფეხბურთელები, მესმის რო გატუზოსგან ვითხოვთ ბევრ რამეს. ყველა მართლები ხართ იმიტო რო გული შეგვტკივა და გვინდა ჩვენი საყვარელი გუნდის წარმატება, მაგრამ ლოგიკირად რო დავფიქრდეთ, იმ ჩინელებმა იმაზე უკან წაგვიყვანეს ვიდრე მანამდე ვიყავით, ახლა ვაცადოთ ელიოტს, მიხედავს გუნდს, 1დღეში არაფერი ხდება, გუნდი გაიცხრილება, ბევრს გაუშვებენ და ვარსკვლავებიც მოვა, უბრალოდ დრო ჭირდება ყველაფერს, გატუზოსგან ამდენს რო არ ველოდით ფაქტია და რაღაცას რო მიაღწია ვერ დავუკარგავთ, დაიხვეწება და კიდე უკეთესი გახდება, ინტერს უფრო რთული კალენდარი აქვს ვიდრე ჩვენ, ლიგაზე სავარაუდოთ გავალთ, აი მაშინ წამოვა ტრანსფერებიც, პროსტა მე გატუზოს კიდე შანს მივცემდი რა. 20წელია მილანის გულშემატკივარი ვარ და 10წელია ჭაობში ვხედავ გუნდს, გულს მტკენს მარა დავბრუნდებით აუცილებლად.
giga qatamadze 29 მარტი 2019 13:43
ციტატა: superkaka22
სიმართლე ის არია რო არც სუსო არც კასტილეხო და არც ჩალხანა მილანის მშველელი არ არის? 4 ე ადგილი რო მაქსიმუმია ხო დაინახეთ ზოგ ზოგიერთები რო ნაპოლსაც ასწრებდით საკუთარ წარმოსახვებში, აიღეთ სუსოს საუკეთესო პერიოდი და ამის, რომელი ჯობია? რო იძახით სუსო სკამზე უნდა დაჯდესო, გასაგები არაა ფორმაში მაგრამ ამან ვისთან ჩაატარა კარგი თამაშები ათეულის ქვემოთ მყოფ გუნდებთან? ინტერთან რა ქნა, რა სიტუაციაში აიკიდა პენალტი, ეხლა იტყვით პენალტი არ იყოო,აბა რა იყო საჯარიმოს შიგნით ფეხზე კონტაქტი და მსაჯმა დაგვღუპა ხო? მსაჯმა კი არა ამისმა უყურადღები თამაშმა კუტრონეს ვითომ ძაან მაღალმა საშემსრულებლო დონემ(ბოლო წუთები გაუხსენეთ) გატუზოს იდეალურმა ცვლილებემა და საკუთარ თავში ავარდნამ რო რამოდენიმე თამაში ზედიზედ მოვიგეთ და პახოდუ ინტერი ფირმაში არ იყო, აი ასოექტები რამაც დაგვღუპა. ესლა ვისაც გგონიათ რო სამპდორიასთან ფიორენტინასთან და ტორინოსთან 9 ქულას აიღებენ შარშანდელი სეზონი გაიხსენეთ, საერთოდაც დერბიში ჩაჯმის მერე არამგონია გუნდში კარგი სიტუაცია იყოს, ლეონარდო კიდე ვიღაც ღლაპებს დასდევს, ღლაპები კი არა ორი სამი 30 წლია შემდგარი ვარსკვლავი უნდა მოიყვანონ და მერე ამოუყენონ გვერდში ის ღლაპები თორე ხო ხედავთ კესიე თავი ონიანი გონია და გუნდში პალაჟენიის წაყვანა უნდა

getanxmebi brat asi procentit da isic viciro am sam tamashi 9 qulas langrit aravin mogvartmevs jer adrea imaze saubaric ro ligaze gavedit araa ase ioli es jer gadavxtet da hoop mere davizaxot bevrs gonia aq ro ukve ligaze gavedit
Fenomeno10 29 მარტი 2019 11:37
გატუზო რატო არ ათამაშებს ხოლმე ძირითადში ეგ მიკვირს სულ ჰაკანი არიყო ფორმაში მაინც აყენებდა ახლა სუსოს გადაეკიდა ვერვხვდები რატოარ ენდობა ამას არადა ყოფელთვის ხიფათს ქმნის ფიზიკურად ცოტა მოიკოჭლებს თორე მართლა ბევრს ჯობია
superkaka22 29 მარტი 2019 11:32
სიმართლე ის არია რო არც სუსო არც კასტილეხო და არც ჩალხანა მილანის მშველელი არ არის? 4 ე ადგილი რო მაქსიმუმია ხო დაინახეთ ზოგ ზოგიერთები რო ნაპოლსაც ასწრებდით საკუთარ წარმოსახვებში, აიღეთ სუსოს საუკეთესო პერიოდი და ამის, რომელი ჯობია? რო იძახით სუსო სკამზე უნდა დაჯდესო, გასაგები არაა ფორმაში მაგრამ ამან ვისთან ჩაატარა კარგი თამაშები ათეულის ქვემოთ მყოფ გუნდებთან? ინტერთან რა ქნა, რა სიტუაციაში აიკიდა პენალტი, ეხლა იტყვით პენალტი არ იყოო,აბა რა იყო საჯარიმოს შიგნით ფეხზე კონტაქტი და მსაჯმა დაგვღუპა ხო? მსაჯმა კი არა ამისმა უყურადღები თამაშმა კუტრონეს ვითომ ძაან მაღალმა საშემსრულებლო დონემ(ბოლო წუთები გაუხსენეთ) გატუზოს იდეალურმა ცვლილებემა და საკუთარ თავში ავარდნამ რო რამოდენიმე თამაში ზედიზედ მოვიგეთ და პახოდუ ინტერი ფირმაში არ იყო, აი ასოექტები რამაც დაგვღუპა. ესლა ვისაც გგონიათ რო სამპდორიასთან ფიორენტინასთან და ტორინოსთან 9 ქულას აიღებენ შარშანდელი სეზონი გაიხსენეთ, საერთოდაც დერბიში ჩაჯმის მერე არამგონია გუნდში კარგი სიტუაცია იყოს, ლეონარდო კიდე ვიღაც ღლაპებს დასდევს, ღლაპები კი არა ორი სამი 30 წლია შემდგარი ვარსკვლავი უნდა მოიყვანონ და მერე ამოუყენონ გვერდში ის ღლაპები თორე ხო ხედავთ კესიე თავი ონიანი გონია და გუნდში პალაჟენიის წაყვანა უნდა
gogi1984 29 მარტი 2019 07:37
ეს უნდა დააყენოს უკვე, სუსოს შარშანდელი დაემართა
Leoni 29 მარტი 2019 05:37
ერთი სერიოზული ფლეიმეიქერი გვინდა და ერთიც ფლანგის შემტევი... ვარსკვლავური ფეხბურთელი გვჭირდება... და გუნდი მართლა უძლიერეს ფეხბურთს ითამაშებს... ხო და იმედია ზაფზულში სუპერტრენერიც მოვა, საჩენპიონო მწვრთნელი.... ახალგაზრდა კამანდა ძაან და საკმაოდ შეკრულიც უკვე...
Nero საიტზეა
Nero 28 მარტი 2019 23:47
სუსო უნდა დააგდოს სკამზე ცოტა ხნით გატუზომ და ვინც იმსახურებს ის ათამაშოს
Baggio
Baggio 28 მარტი 2019 23:43
რამდენიც მარჯვნივ ითამაშა იმდენჯერ საუკეთესო იყი და ტურის სიმბოლურშიც მოხვდა. მარცხნივ ტენის მაინც გატუზო, როცა სუსო ძალიან ფორმაშია... ეს იმენა მარჯვნივ უნდა დადგეს ან 2 თავდამსხმელიან წყიბაში მეორე უკან დაწეულ თავდამსხმელად და ბევრად პროდუქტული იქნება, მაგათ უკან ან ჩახლანა ან პაკეტა
JAO_MILAN 28 მარტი 2019 23:06
კარგად უნდა ითამაშო კასტილ, ერთი ორ მატჩში გამოანათე წელს, სულ ჩრდილში იყავი
kapana 28 მარტი 2019 23:05
არ არის ეს ცუდი ბიჭი, გუნდის მოთხოვნების შესაბამისად ჭირდებად დახვეწა და სუსოზე უკეთესიც იქნება ჩემი აზრით, მწვრთნელმა უნდა დაულაგოს ამას აზრები და მოხოდოს )))

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით, როგორ შეაფასებდით "მილანის" სატრანსფერო პოლიტიკას?


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: მუსაკიო
ტრავმირებული: კალდარა

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image