ლევანდოვსკის კონკურენტი და შევჩენკოს მემკვიდრე - ტვირთი, რომელსაც პიონტეკი უძლებს

image
"მილანის" ახალმა ვარსკვლავმა კრისტოფ პიონტეკმა მშობლიურ "Przegląd Sportowy"-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც მან რამდენიმე საინტერესო დეტალის შესახებ ისაუბრა. გთავაზობთ ყველაზე გამორჩეულ მომენტებს.


"მინდა, რომ პოლონეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი წარმატებით გადალახოს. რაც შეეხება კონკურენციას, იეჟი ბჟენეკი სერიოზული თავსატეხის წინაშე დგას, თანაც სამივე კარგ ფორმაში ვიმყოფებით.

მე, რობერტი და არკადიუში ერთად მოედანზე ვერ ვიქნებით, ეს არარეალურია. ორ-ფორვარდიანი ტაქტიკის შემთხვევაში კი შეიძლება რამის მოხერხება. "ჯენოაში" კრისტიან კუამესთან ტანდემში სწორედ ასე ვასპარეზობდი. ვნახოთ, რას გადაწყვეტს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი."



ვან ბასტენი, შევჩენკო, ინძაგი, იბრაჰიმოვიჩი...პიონტეკი?

"მათთან შედარება ჩემთვის დიდი პატივია, მაგრამ ეს გაბუქებული მოსაზრებაა. ჯერ კიდევ ბევრი მიკლია, როგორც "მილანის" მოთამაშესა და ზოგადად ფეხბურთელსაც. მინდა, რომ "როსონერის" ძველი დიდების დაბრუნებაში დავეხმარო და თუ ამას შევძლებ, პარალელის გავლების წინააღმდეგი აღარ ვიქნები.

"მიხარია, რომ ზეწოლა დავძლიე და ახალ გუნდში არ დავიკარგე. კვლავინდებურად ბევრს ვშრომობ, როგორც ფეხბურთში მოსვლის პირველ დღეს. "მილანს" აუცილებლად მოვუტან წარმატებასა და ბევრ გოლს."


დახვეწა

"ვცდილობ გავაუმჯობესო თავური დარტყმები, პოზიციური თამაში და ორივე ფეხით ბურთის კონტროლი. იმედია, სასურველ კონდიციებამდე მალე მივალ. წინააღმდეგ შემთხვევაში მაღალ მიზნებს ვერ მივაღწევ."


გოლის აღნიშნვა

"სპონტანურად მოხდა. "ჯენოას" მაისურით სადებიუტო მატჩში ორი გოლი გავიტანე. პირველის დროს მუხლებზე დავდექი, მეორე ბურთის აღნიშნვის მომენტში კი ხელებმა თითქოს თავისით გააკეთეს სროლის იმიტაცია. მოგვიანებით, აღნიშნული ჟესტი ჩემს სავიზიტო ბარათად იქცა.

მიხარია, რომ "მილანის" გულშემატკივრებმა ასე მალე მიმიღეს. ჩვენ ერთად ავღნიშნავთ გოლის გატანის პროცესს."
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 7

Milan_fan22 11 მარტი 2019 22:29
დარწმუნებუი ვიყავი რომ გაამართლებდა და ბერგვინზეც მაგარი დარწმუნებული ვარ რომ მაგრად ათამაშდება ჩვენთან
JAO_MILAN 11 მარტი 2019 20:11
ნანატრი გოლების მანქანა მოვიდა მილანში, საგოლე მომენტებს მაქსიმალურად იყენებს
viktor 11 მარტი 2019 18:51
dxes metu mkitxavt sajarimoshi ert erti udzlieresi tavdamsxmelia tavitac da dascrebazec ai sajaromos garedan dartymebi unda daxvecos da shevas shedarebaze mere vipiqrot ai indzagi ki sheidzleba ucodo tavisi alxoti da sizustit dartymis mxriv sajarimodan gare dartymebs mixede qilero da erti shexebit motexva dacvis rogorc levaldovskis aaq...
RUSH 11 მარტი 2019 17:24
მკვლელის ინსტიქტი აქვს ამ ბიჭს, ასე განაგრძოს! 021
Nero 11 მარტი 2019 16:54
ჯერ რა ცოტა რამ ჭირდება გოლი რო გამოაცხოს.. აი წარმოიდგინეთ ამას რო ბევრი დატვირთვა ქონდეს რას იზამს.. თამაშის განმავლობაში ალბათ რეკორდებს ხსნის ასე ცოტა კონტაქტი ბურთთან და ამდენი გოლი.. ამან თუ კიდე განიცადა პროგრესი ლევანდოვკის ჩაიდებს ჯიბეში იმ პისტოლეტივით.. პოლონეთს მართლა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირები ყავს ნაკრებში inzaghivs3jd9 gooal
Oto
Oto 11 მარტი 2019 16:52
პისტოლერო იმენა შემსრულებელია.პატარა შანსსაც კი არ მაზავს.შევჩენკოს სტილისგან კი რადიკაურად განსხვავდება მაგრამ იმედია შევაზე დიდ კვალს დატოვებს მილანში თავისი შედეგიანობით
luka9 11 მარტი 2019 16:46
საოცარი ფეხბურთელია პიონტეკი,ძაან მომწონს.მკვლელი ფორვარდია რასაც ქვია,სწორედ ესეთი გვაკლდა და გამოჩნდა კიდევ.წელს მგონია რომ სერია ა-ს ბომბარდირი გახდება და თუ ინტერს დერბი მოვუგეთ 100%-ით ოთხეულში ვართ.გუნდი კარგ ფორმაშია და იმედია ასე გააგრძელებენ.ფორზა მილან 022

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით, როგორ შეაფასებდით "მილანის" სატრანსფერო პოლიტიკას?


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: კალდარა

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image