გატუზო განრისხდა: "ასეთი ადამიანი გგონივართ?!"

image
"კიევოსთან" შეხვედრამდე "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ პრესასთან რამდენიმე თემაზე ისაუბრა, თუმცა ერთი მომენტი განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა.

"კიევოსთან" შეხვედრა რთული იქნება, ფრთხილად უნდა ვიყოთ. დაცვა არ უნდა მოვადუნოთ და შეტევაში ჩვენი თამაში ვითამაშოთ. ამჟამად დერბიზე არ ვფიქრობთ და მხოლოდ ამ შეხვედრის ტრიუმფით დასრულებაზე ვართ ორიენტირებულები."

"კონტი? მისი ინტერვიუ მომეწონა. მან თანაგუნდელების მიმართ პატივისცემა და პროფესიონალიზმი გამოავლინა. ნორმალურია, რომ სრული 90 წუთი ჯერ არ მიუღია, რადგან ფიზიკურად 100%-ით მზად არ იყო."

"სუსო? ფიზიკურად ცოტა სუსტია. ძალიან ცოტა ფეხბურთელი ვიცი, ვისაც ზედიზედ 50-60 შეხვედრის მაღალ დონეზე ჩატარება შეუძლია. ნორმალურია რომ ახლა ფორმაში არაა. მიუხედავად ამისა, ესპანელი ჩვენი გუნდისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა."

"ინტერი"? გგონიათ ისეთ ადამიანს ვგავარ, რომელიც სხვის საქმეში ერევა?! სხვის პრობლემებზე რომ არ ვიფიქრო, ჩემი პრობლემებიც ბლომად მაქვს. რამდენიმე მატჩს თუ წავაგებ ცუდ დღეში აღმოვჩნდები, ამიტომ წაბორძიკების საშუალება არავის აქვს. ჟურნალისტების თამაშს არ ავყვები."
- განაცხადა რინომ.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 2

Oto
Oto 9 მარტი 2019 20:56
აბა რა ჯენარო ჯერ კიევოა დასამარცხებელი.არავის ეგონის რომ ადვილი თამაში გვექნება.მთავარია დღეს მოვუგოთ და მერრე“თ ინტერზე იფიქრონ
superkaka22 საიტზეა
superkaka22 9 მარტი 2019 15:44
მიდი რინო კიევოს და ინტერს მოუგე და ლუგაზე ვართ, ჩვრნთან თამაშის მერე ინტერს იუვესთან ნაპოლთან რომასთან და ლაციოსთან აქვს თამაშები, ჩვენ მოვუგოთ და მერე ამათთან არკვიოს

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით, როგორ შეაფასებდით "მილანის" სატრანსფერო პოლიტიკას?


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: მუსაკიო
ტრავმირებული: კალდარა

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image