ანდრეა კონტი: "მსურს მეტი სათამაშო დრო"

"მილანის" მარჯვენა მცველმა, ანდრეა კონტიმ, პრესასთან ისაუბრა გუნდზე და თავის ამჟამინდელ მდგომარეობაზე. განაცხადა, რომ უკვე გამოკეთდა და შეუძლია თამაში.
"ჩვენ მორალურად საგრძნობლად გავძლიერდით. ბოლო შეხვედრაზე "სან-სიროზე" 60 ათასი გულშემატკივარი იმყოფებოდა. ეს გვიმაღლებს მოტივაციას და გამარჯვების სურვილს. ჩვენი მიზანია მესამე ადგილის შენარჩუნება და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება. ჯერ კი "კიევოსთან" გასამართ მატჩზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია."
"მე დიდი ხნით გამოვაკლდი გუნდს, მაგრამ ახლა უკვე კარგად ვარ და გუნდის დახმარება მწყურია. თუმცა ჯერ-ჯერობით მცირე სათამაშო დრო მეძლევა. რა თქმა უნდა, მესმის, რომ დავიდე კალაბრია ჩემზე უკეთეს ფორმაში იმყოფება და ჯენაროს არც ვამტყუნებ."
"გატუზო? საფეხბურთო კარიერის დროს მან მიიღო ჩემნაირი ტიპის ტრამვა და ყველაზე კარგად იცის, რომ ამ სიტუაციაში სიჩქარე არ შეიძლება. მსურს გუნდის დახმარება და ვხედავ მისგან ნდობას, მაგრამ ჯერ ძლიერი ფიზიკური დატვირთვა არ არის მიზანშეწონილი. სუსო? ბოლო დროს ის ძლიერ ეხმარება თანაგუნდელებს დაცვაში. სწორედ ამიტომ გამოიყურება სუსტად შეტევაში."- განაცხადა ახალგაზრდა იტალიელმა "Sky Sports" -თან.

* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
კომენტარები 4