სილვა: "მილანში" თამაში ჩემი კარიერის საუკეთესო ნაწილი იყო"

image
"მილანის" ყოფილმა მცველმა, ტიაგო სილვამ, გაიხსენა "მილანთან" დაკავშირებული შთაბეჭდილებები და აღიარა, რომ "როსონერიში" თამაში მისი კარიერის საუკეთესო ნაწილი იყო...

"ჩემი კარიერის საუკეთესო მომენტი "მილანში" გადასვლა იყო."- ამ სიტყვებით დაიწყო "Globoesporte"- სთან საუბარი სილვამ. "მე ძალიან ვნერვიულობდი და, ამავდროულად, უზომოდ ბედნიერი ვიყავი, რომ ისეთი დიდი გუნდის ნაწილი ვხდებოდი, როგორიც "როსონერია". მქონდა ნესტასთან, მალდინისთან, ინძაგისთან, ზეედორფთან და პირლოსთან ერთად თამაშის საშუალება. ასევე ჩემს თანამემამულეებთან, კაკასთან და პატოსთან. მათი გუნდში ყოფნა ძლიერ დამეხმარა, რადგან თავიდან არ ვიცოდი არც ერთი სიტყვა იტალიურად. შემდეგ კი, ზეედორფმა მირჩია, რომ, პირველ რიგში, იტალიური ენა მესწავლა და 6 თვეში უკვე იმ დონეზე დავეუფლე ამ ენას, რომ შემეძლო თანაგუნდელებთან უპრობლემოდ კონტაქტი."

"პარიზში გადასვლა? "პსჟ"- ში გადასვლაში ლეონარდომ დამარწმუნა და არ ვნანობ რომ ეს ნაბიჯი გადავდგი. ჩვენ ყოველ წელს ვცდილობთ უფრო განვვითარდეთ და შევძლოთ ჩემპიონთა ლიგის მოგება. თუმცა, ეს მარტივი არ იქნება. მომავალი? "პარიზელებთან" მე ჯერ კიდევ მაკავშირებს წელიწად-ნახევარი. ზაფხულში ჩემი აგენტი შეხვდება კლუბის ხელმძღვანელობას და ვეცდებით მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც უკეთესი იქნება როგორც ჩემთვის, ასევე გუნდისთვისაც."
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 6

JAO_MILAN 5 მარტი 2019 13:01
მილანის ნგრევას შეეწირეთ შენ და იბრა, დაშალა ბერლუსკონიმ ამხელა გუნდი გაავსო უფასო სხვადასხვა გუნდიდან გამოშვებული ფეხბურთელებით
koka
koka 5 მარტი 2019 10:17
წლებია იხვეწება ტიპი მილანში დაბრუნებაზე და ვიყიდოთ ეს, ძალიან ბევრ რამეს ასწავლის კალდარასაც და რომანასაც. ეს ნესტა და მალდინის გვერდით რო თამაშობდა მაგიტო დაიხვეწა ეგრე მაგრა. და პატოც რო დააბრუნონ კარგი იქნება გამოცდილება და კლასი მაინც აქვს შემორჩენილი ზამენაზე ან ზოგჯერ პიონტეკსაც კარგად შეუწყვილდება.
Lawless 5 მარტი 2019 00:37
ისე ერთი კარგი, გამოცდილი ჰაი-კლასის მცველი არ გვაწყენდა. ეს დაგვხატავდა!
--------------------
თუკი ხალხი შენზე ზურგს უკან ლაპარაკობს, ესე იგი ამას მიზეზი აქვს. არასდროს შემობრუნდე მათკენ
Oto
Oto 4 მარტი 2019 23:53
ძაან უყვარს მილანი.გალიანის რომ არ გაეყიდა მილანის ლეგენდად იქცეოდა ეს კაცი
rijkaard 4 მარტი 2019 23:17
ციტატა: Nero
ისე რამდენ ტოპ ფეხბურთელს დავაკვირდი და ვინც მილანში თამაშობდა თითქმის ყველა ამბობს რო მილანში თამაში სულ სხვა გრძნობაა.. თვითონ იბრასაც უთქვამს არაერთხელ.. იმედია მალე დავბრუნდებით ჩვეულ პოზიციაზე ევროპაში თორე ისე არაფერი არ ეშველება სერია ა-ს rossoneri


იბრამ ბევრჯერ თქვა სადაც კი მითამაშია მილანი ყველაზე დიდი გუნდი იყოო მასეთი მყრალი კაცი რომ მაგას ამბობს ესეიგი ასეა. ისე კი სილვა დაგვხატავდა ამ პერიოდში ზუსტად იმ ავტორიტეტის გამო რაც მილანის გასახდელს კიდევ უფრო დაალაგებდა
Nero საიტზეა
Nero 4 მარტი 2019 23:16
ისე რამდენ ტოპ ფეხბურთელს დავაკვირდი და ვინც მილანში თამაშობდა თითქმის ყველა ამბობს რო მილანში თამაში სულ სხვა გრძნობაა.. თვითონ იბრასაც უთქვამს არაერთხელ.. იმედია მალე დავბრუნდებით ჩვეულ პოზიციაზე ევროპაში თორე ისე არაფერი არ ეშველება სერია ა-ს rossoneri

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით, როგორ შეაფასებდით "მილანის" სატრანსფერო პოლიტიკას?


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: მუსაკიო
ტრავმირებული: კალდარა

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image