იგუაინი: "მილანის" წარმატება არ მიკვირს"

image

"როსონერის" ექს-ფორვარდმა, გონსალო იგუაინმა ისაუბრა თავისი ყოფილი გუნდის წარმატებულ სერიაზე და განაცხადა, რომ "შავ-წითლების" ასეთი შედეგით გაკვირვებული არ არის.

გონსალო იგუაინი წინა ზაფხულს, არენდის წესით შეუერთდა "მილანს". მაგრამ 31 წლის ფორვარდისთვის ეს ნაბიჯი წარმატებული ვერ აღმოჩნდა- ნახევარი წლის განმავლობაში პიპიტამ მხოლოდ 7 გოლის გატანა და 2 ასისტის გაკეთება მოახერხა. იანვარში კი ლონდონის "ჩელსიში" გადაბარგდა.

თავის მხრივ, "როსონერიმ" იგუაინი პოლონელი ტალანტით, კრიშტოფ პიონტეკით, ჩაანაცვლა. ამ უკანასკნელს კი ერთი თვე დასჭირდა, რათა პიპიტას გოლების რაოდენობით გათანაბრებოდა.

"მე არ მიკვირს, რომ "მილანი" მესამე ადგილზეა."- განაცხადა გონსალომ "Sky Sport Italia"- სთან მიცემულ ინტერვიუში.- "მათ შესანიშნავი გუნდი შექმნეს, რომელსაც სათავეში ასევე შესანიშნავი მწვრთნელი უდგას. "როსონერის" მთელი გულით ვუსურვებ წარმატებას, იქ ხომ ჩემი მეგობრები დარჩნენ."

"მე მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც საჭიროდ ჩავთვალე და, თავის მხრივ, "მილანის" მდგომარეობაც გამოსწორდა. ასე რომ, ყველა კმაყოფილია"
скачать dle 10.5фильмы бесплатно
Image

კომენტარები 5

JAO_MILAN 4 მარტი 2019 19:29
კარგი ქენი რომ წახვედი, მოიყვანეს პიონტეკი გააქ გოლი გოლზე, შენ უნდა გეგორავა ტყუილად
N_Mujiri 4 მარტი 2019 16:55
2014 წლის მერე ძაან გაბანძდა ეს
Nero 4 მარტი 2019 14:12
ციტატა: Oto
რა სიბოროტეა რა იყო რა დაგიშავა

რა დამიშავა და გამოდის კომენტარით ვითო ანგელოზის სახით.. არადა მილანში ყველა თანაგუნდელზე მაღლა აყენებდა თავის თავს.. ერთი უბრალო ამპარტავანი ღიპიტაა რომელსაც *ლეზე ახატია მილანი
Oto
Oto 4 მარტი 2019 14:04
ციტატა: Nero
მადლობა რო მოგვშორდი თორე ახლა მე-6 ვიქნებოდით.. იმედია ჩელსით ვერ გახვალ ლიგაზე დაბრუნდები იუვეში ტრავმას აიკიდებ და კარიერას დაასრულებ thumbsup


რა სიბოროტეა რა იყო რა დაგიშავა
Nero 4 მარტი 2019 13:52
მადლობა რო მოგვშორდი თორე ახლა მე-6 ვიქნებოდით.. იმედია ჩელსით ვერ გახვალ ლიგაზე დაბრუნდები იუვეში ტრავმას აიკიდებ და კარიერას დაასრულებ thumbsup

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: კალდარა, ბონავენტურა

გამოკითხვა

ეთანხმებით "მილანის" გადაწყვეტილებას ევროპა ლიგიდან თავის მოხსნასთან დაკავშირებით?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image