როდრიგესი: "არ ვაპირებთ სამი ქულის დათმობას"

image

"მილანის" მარცხენა მცველმა, რიკარდო როდრიგესმა, პრესასთან საუბრისას გაგვიზიარა თავისი შეხედულებები სერია ა-ს 26 ტურის შესახებ, სადაც "შავ-წითლები" "სასუოლოს" უმასპინძლებენ.

"წინ რთული მატჩი გველის."- განაცხადა რიკარდომ "Milan TV"-სთან. "სასუოლო"კარგად გამოიყურება, ისინი განსაკუთრებით ძლიერები დაცვაში არიან. ეს, რა თქმა უნდა, გაართულებს სამი ქულის მოპოვებას, მაგრამ ისინი სტუმრად მოდიან "სან-სიროზე". სახლში კი, არ ვაპირებთ სამი ქულის დათმობას."

"პაკეტა და პიონტეკი? მე ორივესთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მათ მოსვლისთანავე დაამტკიცეს თავიანთი შესაძლებლობები. იმედი მაქვს, რომ ამავე ტემპით გააგრძელებენ ასპარეზობას."

"მილანში თავს კარგად ვგრძნობ, ქალაქსაც იდეალურად შევეწყვე. დაცვის ძლიერების საიდუმლო? მარტივია, შეთანხმებულად ვმოქმედებთ როგორც მეკარესთან, ასევე თავდამსხმელებთანაც."

"ვფიქრობთ თუ არა დერბიზე? არა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ყოველ მატჩზე: ჯერ "სასუოლოსთან" უნდა მოვიპოვოთ გამარჯვება, შემდეგ "კიევოსთან" და მხოლოდ ამ ორი შეხვედრის შემდეგ უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია "ინტერთან" დაპირისპირებაზე."
скачать dle 10.5фильмы бесплатно
Image

კომენტარები 3

Paqueta 3 მარტი 2019 03:26
Interi wamajdes xuize
Nero 2 მარტი 2019 18:38
მარტის ყველა თამაში უნდა მოვიგოთ.. უბრალოდ მილანის დერბი ისეთი რამეა რაც არ უნდა ცუდ ფორმაში იყოს ერთი გუნდი მეორეზე თითქმის ყოველთვის თანაბარი თამაში მიდის
JAO_MILAN 2 მარტი 2019 18:31
დერბიმდე ორივე თამაში უნდა მოვიგოთ მერე ინტერს უნდა მოვუგრიხოთ კისერი, ძაან წაგვაჯდენ თავზე ბოლო წლებში

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: კალდარა, ბონავენტურა

გამოკითხვა

ეთანხმებით "მილანის" გადაწყვეტილებას ევროპა ლიგიდან თავის მოხსნასთან დაკავშირებით?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image