აგენტი: "კალაბრიათი რამდენიმე გუნდი ინტერესდება"

image
"მილანის" ახალგაზრდა მცველის, დავიდე კალაბრიას აგენტმა განაცხადა, რომ მისი კლიენტით რამდენიმე ესპანური და ინგლისური კლუბი ინტერესდება.

"დავიდე ჯერ მხოლოდ 22 წლისაა და უკვე დაუგროვდა თითქმის 80 შეხვედრა ისეთი დიდი კლუბის მაისურით, როგორიც "მილანია"- განაცხადა ვიტალიმ "calciomercato.web"- თან. -"იგი ეროვნული ნაკრებიდან მოწვევას ელოდება. ვთვლი, რომ ის მზადაა ამისთვის. წინ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატია და დავიდე შეეცდება თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინოს."

"რეალური მოლაპარაკებები ჩემი აგენტის თაობაზე სხვა კლუბებთან არ მიმდინარეობს, თუმცა, ინტერესს გამოთქვამენ. ეს საკითხი არასდროს არავისთან განმიხილავს, რადგან კალაბრია ბედნიერია მისი ამჟამინდელი მდგომარეობით. არ გავამხელ კონკრეტულად რომელ კლუბებზეა საუბარი, მაგრამ ვიტყვი, რომ გამოხმაურებაა რამდენიმე ესპანური და რამდენიმე ინგლისური კლუბიდან."

"კონტრაქტის გახანგრძლივება მთლიანად "როსონერიზეა" დამოკიდებული. ამის დროც მოვა, მაგრამ, გუნდის მდგომარეობის და მიზნების გათვალისწინებით, საუბრის შესაფერისი მომენტი არ არის."
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 4

Nero 2 მარტი 2019 14:22
ჯერ არაფერი ისეთი არ უჩვენებია ამას რო უფრო დიდ რამეზე ქონდეს პრეტენზია
superkaka22 2 მარტი 2019 14:09
წაიფაფხურებენ რაღაცას ეს ჩემისები და ეგრევე გამოვლენ აგენტები ჩემს კლიენტს მთხოვნელები ყავს ესპანეთიდან და ინგლისიდან, მთოხვნელები რას ამბობ ბებიაშენის წაბლა პროჭმა ესპანეთიდან რეალი და ბრსა გახევს კალთებს და ინგლისიდან სიტი და ლივერპული. დაუკავშირდებოდა ბეტისი და ვოტფორდი და წატყნავენ ეხლა ტვინს
JAO_MILAN 2 მარტი 2019 12:05
ახლახან არ გაახანგძლივეთ კონტრაქტი, ძირითადში თამაშობს ხელფასი იმდენი აქვს შიმშილი არ მოკლავს მეტი რაგინდათ
rijkaard 2 მარტი 2019 11:16
არსებობს გამოთქმა ტრაკი დააყენეთო. და დავიდე და აგენტო ამჟამად თქვენ გეხებათ თუ ამ ყველაფერს ხელშეკრულების დაჩქარების გამო ამბობთ. საკმარისად კარგად ხართ გუნდში

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით, როგორ შეაფასებდით "მილანის" სატრანსფერო პოლიტიკას?


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: მუსაკიო
ტრავმირებული: კალდარა

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image