მატია კალდარა: "დავამტკიცეთ, რომ ვიმსახურებთ მეოთხე ადგილს"

image

"მილანის" მცველმა, მატია კალდარამ, პრესასთნ ისაუბრა გუნდის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე და განაცხადა, რომ ბიჭებმა შეძლეს თავიანთი შესაძლებლობების წარმოჩენა.

იტყობინებიან, რომ 24 წლის იტალიელი გამოჯანმრთელდა მიღებული ტრამვიდან და შეძლებს "ემპოლის" წინააღმდეგ თამაშს: "მე უკვე ვივარჯიშე გუნდთან ერთად. ვფიქრობ, რომ თავდაჯერებულობის დასაბრუნებლად კიდევ უნდა ვიმუშაო ბურთთან. მგონია, რომ ძალიან მალე შევძლებ გუნდის დახმარებას."

"მოპოვებული გამარჯვება? ჩვენ დავამტკიცეთ, რომ წარმოვადგენთ მნიშვნელოვან ძალას. თითქმის ვერავინ ახერხებს ბერგამოში ასეთი შედეგის ჩვენებას. "იუვენტუსმა" იქ 0:3 წააგო. ჩვენ კი, ამ გამარჯვებით, დავამტკიცეთ, რომ ვიმსახურებთ მეოთხე ადგილს."

"პიონტეკი? მე პირველივე დღიდან მომხიბვლა მისმა შემართებამ და გოლების გატანის სურვილმა. ის ძალიან ეხმარება გუნდს და მიხარია, რომ "მილანის" ნაწილია. შემიძლია თუ არა მისი გაჩერება ვარჯიშებზე? ვდილობ. ის მე ინძაგის მაგონებს."

"მოპოვებული გამარჯვებები მნიშვნელოვნად აისახა გუნდზე. ჩვენ მშვიდად ვვარჯიშობთ და ვიბრძვით მხოლოდ ერთი მიზნისთვის. გატუზო უდიდესი მოტივატორი და კარგი მწვრთნელია. მისი სიტყვები და მითითებები ძალიან ეხმარება გუნდს. ლეონარდო და მალდინი ყოველდღე იმყოფებიან მილანელოზე. ერთხელ, როდესაც მარტო ვვარჯიშობდი, მოვიდნენ და რამდენიმე სასარგებლო რჩევა მომცეს. ოთხი თვეა მოედანზე არ მითამაშია, რთულია სიტყვებით იმის აღწერა თუ როგორ მინდა დაბრუნება და რომანიოლისთვის პარტნიორობის გაწევა."- განაცხადა მატიამ "MilanNews.it"- თან ინტერვიუში.
скачать dle 10.5фильмы бесплатно
Image

კომენტარები 11

milanista888 20 თებერვალი 2019 22:47
ეს და რომანა მაგრად დადგებიან ძაან. თან მავრად გაასწორებს იტალიური ცენტრი. ნესტა-მალდინის მერე არ გვღირსებია ასეთი ხალხი დაცვაში (ნუ სილვას თუ არ ჩავთვლით). საერთოდ ეს მილანი ეტაპობრივად ემსგავსება ძველ მილანს და მჯერა, რომ მალე დავიბრუნებთ სასურველ პოზიციებს.
rijkaard 20 თებერვალი 2019 21:52
ციტატა: alessandronesta13
ციტატა: Tifozi
Am wels amis kargi tamashi gamoricxulia romana-musakio unda idgnen bolomde gaisad vnaxot

წელს თუ არ ითამაშა 7 8 თამაში მაინც ეს იჯარით გვყავს და შესაბამისად არც გამოისყიდიან ამიტო გაისათ ვერ ვნახავთ სავარაუდოდ

რაის იჯარა ბრატ ერთი ერთში გაიცვალა ყლეონარდო ბონუჩიში
gogi1984 20 თებერვალი 2019 21:03
ციტატა: alessandronesta13
ციტატა: Tifozi
Am wels amis kargi tamashi gamoricxulia romana-musakio unda idgnen bolomde gaisad vnaxot

წელს თუ არ ითამაშა 7 8 თამაში მაინც ეს იჯარით გვყავს და შესაბამისად არც გამოისყიდიან ამიტო გაისათ ვერ ვნახავთ სავარაუდოდ

კალდარა იჯარით არ არი სრული გაცვლა მოხდა ბონუჩი კალდარასი.ორივე ფეხბურთელი 35 მილიონად შეფასდა და გაცვალეს პირდაპირ. იგუ იყო იჯარით
alessandronesta13 20 თებერვალი 2019 20:45
ციტატა: Tifozi
Am wels amis kargi tamashi gamoricxulia romana-musakio unda idgnen bolomde gaisad vnaxot

წელს თუ არ ითამაშა 7 8 თამაში მაინც ეს იჯარით გვყავს და შესაბამისად არც გამოისყიდიან ამიტო გაისათ ვერ ვნახავთ სავარაუდოდ
Tifozi 20 თებერვალი 2019 19:43
Am wels amis kargi tamashi gamoricxulia romana-musakio unda idgnen bolomde gaisad vnaxot
alessandronesta13 20 თებერვალი 2019 17:58
მალე დაბრუნდი რა ძაან მეიმედება ესკაცი
Nero 20 თებერვალი 2019 17:57
ამან უნდა ამოაგდოს მუსაკიო მიუხედავათ იმისა რო ახლა ცუდად არ დგას.. ხშირად მეორე სართულზე მარცხდება და როდის დაუშვებს შეცდომას არავინ იცის და კალდარა მაინც მომავალია და მუსაკიოს გამო არ უნდა იჯდეს სკამზე.. იმედია ასეც იქნება
Paqueta 20 თებერვალი 2019 17:46
მეიმედები და იმედია ყველაფერს დაამტკიცებთ შენ და რომანა... მთავარი მონდომება არის... აბა შენ იცი. ასევე კონტი მინდა თქვენს გვერდით.. და მარცხნივ კიდე ვიგაცა კაი ბიჭი ოხონდ იტალიელი... და იტალიური უკანა ხაზი გვეყოლება თავის კიპერ დონატელოსთან ერთად...
Leoni 20 თებერვალი 2019 16:59
პირველი დღიდან ვიძახდი და რამის მტრად შემრაცხეს )))... უდიდესი მნიშვნელობა აქვს ფეხბურთელებისთვის როდესაც მწვრთნელს ასეთი შემართება და სიყვარული აქვს კლუბთან... სრულ მხარდაჭერა ს ვუცხადებ გატუზოს, რომელმაც შეკრა გუნდი ერთ მუშტად... ძაან ახლგაზრდა და გამოუცდელი გუნდია მილანი ჯერჯერობით და მინიმუმ 1 წელი კიდევ უნდათ რომ შეთამაშდნენ, ასე რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, წარმატებები მილანს....
luka9 20 თებერვალი 2019 16:32
რომანიოლი უკონკურენტოა იმედია ღისეულ პარტნიორობას გაუწევ.ცნობისთვის ტოპ 5 ჩემპიონატში რომანიოლი და ვანდეიკი ერთადერთი ფეხბურთელები არიან ვისთვისაც არცერთ ფეხბურთელს წარმატებული დრიბლინგი არ განუხორციელებიათ
gogi1984 20 თებერვალი 2019 15:54
დავაი ჩადექი ფორმაში ყველა ველოდებით რომანიოლის გვერდით საოცარ თამაშებს

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: კალდარა, ბონავენტურა

გამოკითხვა

თქვენი აზრით რომელ პოზიციას დაიკავებს "მილანი" სერია A-ს მომდევნო სეზონში?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image