აგენტი: "პაკეტა კმაყოფილია გატუზოს მუშაობით"

image

ლუკას პაკეტას აგენტმა, ედუარდო ურამმა, პრესასთან ისაუბრა თავისი კლიენტის შესახებ და განაცხადა, რომ ბრაზილიელი კარგად შეეჩვია იტალიას.

"ძალიან მომეწონა ის ატმოსფერო, რაც ლუკასს გუნდში დახვდა და, შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი კარგად დაიწყო"- განაცხადა ურამმა "Calciomercato"- სთან მიცემულ ინტერვიუში.- "ჩემი კლიენტი კარგად თამაშობს, რაც გუნდის დამსახურებაცაა. ჯენარო გატუზომ პირველივე დღიდან უდიდესი თანადგომა გამოიჩინა პაკეტას მიმართ, დაეხმარა გუნდში მისი როლის გააზრებაში. მე რინოსთან უშუალოდ არ მისაუბრია, მაგრამ ლუკასი მას აფასებს როგორც კარგ ტრენერს და კარგ ადამიანს. ბედნიერია, რომ ასეთი სპეციალისტი უდგას სათავეში იმ გუნდს, რომელშიც ასპარეზობს."

"პაკეტა ყოველდღე მუშაობს საკუთარ თავზე. "მილანში" გადმოსვლაზე წინასწარ შემზადებული იყო მორალურად. ყოველდღე უყურებდა იტალიურ ფეხბურთს და აკვირდებოდა მის სპეციფიკაციას. იცოდა, რომ მას "როსონერიში" ელოდნენ და ცდილობდა იმედები გაემართლებინა. ის ყოველთვის თვლიდა, რომ სწორედ "მილანი" იყო ის გუნდი, რომელიც იდეალურად ერგებოდა და რომელშიც სურდა თამაში. მე ძალიან კმაყოფილი ვარ იმ გადაწყვეტილებით, რომლითაც ლუკასი რამდენიმე თვის წინ ამ დიდი გუნდის ნაწილი გახდა."- ციტირებს ედუარდო ურამი.
скачать dle 10.5фильмы бесплатно
Image

კომენტარები 5

Paqueta 20 თებერვალი 2019 17:49
ჯერ სადააა ნელ ნელა შეეეგუება და გათამამდება ჩვენი ლომი... რაც უნდა ის აკეთოს და რაც უყვარს ის აკეთოს ლიჟბი კლუბის სასიკეთოთ აკეთოს მთავარია და.... დალშე. პაჯეტინიო კიდევ მოიხოდება მაგრად
luka9 20 თებერვალი 2019 16:29
ჯერ თავისი შესაძლებლობების ნახევარიც კიი არ გამოუვლენია ვაცადოთ და იტყვის თავის სიტყვას
gogi1984 20 თებერვალი 2019 15:53
ჯერ ადაპტაციას გადის კიდე და ნახეთ ეს რა გახდება
Nero 20 თებერვალი 2019 14:35
იმედია დიდი ხნით დარჩება მილანში, ნუ ჯერ იტალიურიც არ იცის ნორმალურად და ეგეც დროის ფაქტორია.. ამას მთავარია ბურთი არ მოაკლდეს ფეხებში
sisvik
sisvik 20 თებერვალი 2019 13:05
ჯერ ნახევარიც არ უჩვენებია დარწმუნებული ვარ

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: კალდარა, ბონავენტურა

გამოკითხვა

თქვენი აზრით რომელ პოზიციას დაიკავებს "მილანი" სერია A-ს მომდევნო სეზონში?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image