ბონუჩი: "ეს იყო ტურინში დაბრუნების მთავარი მიზეზი"

"მილანის" ყოფილმა კაპიტანმა, ამჟამად კი, "იუვენტუსის" მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ, პრესასთან ისაუბრა წინა სეზონში მიმდინარე მოვლენებზე და განცხადა, რომ ახლოს იყო მადრიდის "რეალში" გადასვლასთან, თუმცა ხელი მნიშვნელოვანმა მიზეზმა შეუშალა.
"ჩემი შეძენით მართლაც ინტერესდებოდა მადრიდის "რეალი". ყოველთვის სასიამოვნოა ფეხბურთელისთვის, როდესაც მისით მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი ინტერესდება. ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ სეზონი "შავ-წითელი" მაისურით კარგად ჩავატარე."
"წინა სეზონში ძალიან იშვიათად მქონდა ჩემი შვილების ნახვის შესაძლებლობა, რადგან ჩემი კარიერა მილანში მიმდინარეობდა, ოჯახი კი, გარკვეული მიზეზების გამო, საცხოვრებლად ტურინში დარჩა. მოგეხსენებათ, რომ ძალიან რთულია საყვარელ ადამიანებთან ამხელა დისტანცია. სწორედ ეს იყო ძირითადი მიზეზი "ბებერ ქალბატონში" დაბრუნების."- განაცხადა ბონუჩიმ "AS"- თან მიცემულ ინტერვიუში.

* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
კომენტარები 7