მალდინი: "ევოლუციის პროცესში ვართ"

image

"La Gazetta dello sport"-თან ინტერვიუში, პაოლო მალდინიმ ისაუბრა გუშინდელ გამარჯვებაზე და განაცხადა, რომ გუნდი ევოლუციის პროცესშია. მთავარი მიზანი კი "მილანის" დიდების დაბრუნებაა.

პიონტეკის პირველი ტაიმის მიწურულს გატანილი გოლის შემდეგ, კამერამ დააფიქსირა მისი ემოციები: ერთდროულად სიხარული და გაკვირვება იყო მის სახეზე აღბეჭდილი.

"იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე ვცდილობდით მაღალი კლასის ფეხბურთელების შეძენას. პაკეტა თავის შესაძლებლობებს მოედნის ცენტრში აკეთებს, მაგრამ წინაც ეხმარება თანაგუნდელებს. ის მუდმივ პროგრესს განიცდის და ეს ძალიან გვახარებს. ზოგჯერ გვავიწყდება კიდეც, რომ ბრაზილიიდან გადმოვიდა და იტალიურ ფეხბურთში არ აქვს გამოცდილება. ლუკასი შესანიშნავია."

"გატუზო? ჩვენ ევოლუციის პროცესში ვართ. რინო ისმენს ჩვენს რჩევებს. ყველას ერთი მიზანი გვაქვს დასახული- "მილანის" დიდების დაბრუნება. სამი წლის განმავლობაში "როსონერიმ" მრავალი ეტაპი გამოიარა. იგუაინის ვარიანტი ვერ შედგა, ის ვერ შეეწყო გუნდს. მაგრამ არაუშავს, ასეც ხდება. სამაგიეროდ გუნდს ჰყავს კრიშტოფ პიონტეკი, რომელიც მჯერა, რომ დიდ წვლილს შეიტანს "შავ-წითლების" აღზევებაში. რომანიოლი? 23 წლის ასაკში არ ვიყავი მზად კაპიტნის სამკლაურის სატარებლად, ალესიოს შემთხვევაში კი სხვანაირადაა- ის სწორად განვითარდა და ღირსეულად უძღვება გუნდს."- განაცხადა პაოლომ.
скачать dle 10.5фильмы бесплатно
Image

კომენტარები 4

American 17 თებერვალი 2019 14:09
https://youtu.be/VMOSGw9OQP4
rijkaard 17 თებერვალი 2019 13:09
პაოლო პაოლო შენ მაინც სხვა იყავი განუმეორებელი. კარგია გუნდს რომ ავტორიტეტები ხელმძღვანელობენ
Ricardo Kaka 17 თებერვალი 2019 12:29
პიონტეკი ძაან მაგარი შემსრულებელია
luka9 17 თებერვალი 2019 12:26
ალესიო ნამვილად ღირსეული კაპიტანია,პიონტეკი ძაან მაღალი კლასის მქონე ფეხბურთელია,პაკეტაც რაღაც სასწაულია.ეს სამეული რაღაცნაირად შევას კაკასა და მალდინის მახსენებს,არცაა გამორიცხული თუ ასე გააგრძელეს მათნაირი კვალი დატოვონ და ოქროს ასოებით ჩაწერონ თავიანთი სახელები მილანის ისტორიაში

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: კალდარა, ბონავენტურა

გამოკითხვა

თქვენი აზრით რომელ პოზიციას დაიკავებს "მილანი" სერია A-ს მომდევნო სეზონში?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image