კესიე: "მსურს "მილანს" დავეხმარო"

image

"როსონერის" ნახევარმცველმა, ფრანკ კესიემ, "Sports Mediaset"- თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სურს კარიერის "სან-სიროზე" გაგრძელება.

"ჩემი კონტრაქტი კიდევ 5 წელზეა გათვლილი და მეც აქ ვარ. გუნდში, რომელშიც არაჩვეულებრივი ატმოსფეროა და ჰყავს შესანიშნავი მწვრთნელი. ბევრი უკმაყოფილებას გამოხატავს გატუზოსთან დაკავშირებით, მაგრამ მათ არ იციან რა ხდება ვარჯიშებზე. იგი ყველაფერს აკეთებს გუნდისთვის, ბევრს შრომობს და "მილანის" წარმატება ყველაზე მეტად უხარია. სწორედ მან ჩაგვინერგა, რომ ყოველი მოთამაშე არა თავის თავზე, არამედ გუნდზე უნდა ფიქრობდეს. შედეგი სახეზეა- ჩვენ კვლავ ოთხეულში ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ ადგილის შესანარჩუნებლად, რაც ჩემპიონთა ლიგისკენ მიმავალ გზას გვიხსნის. მსურს დავეხმარო გუნდს და წვლილი შევიტანო მის წარმატებაში."

22 წლის კოტ-დივუარელმა ასევე ისაუბრა "ატალანტასთან" გასამართ მატჩზე: "მიხარია ბერგამოში დაბრუნება. მართალია იქ მოწინააღმდეგის რანგში მივდივარ, მაგრამ ქალაქი ხომ ისევ ისეთი შესანიშნავია, ისევე, როგორც სტადიონი თავისი გულშემატკივრებით. გატანილი გოლი "ატალანტას" კარში განსაკუთრებული იყო, მაგრამ მე ის არ აღვნიშნე და ასე გაგრძელდება მუდამ."

შეგახსენებთ, რომ არის ხმები კესიეს გაყიდვის შესახებ. მსურველებად კი "ჩელსი", "არსენალი" და "პსჟ" მოიაზრებიან, თუმცა ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.


скачать dle 10.5фильмы бесплатно
Image

კომენტარები 7

JAO_MILAN 16 თებერვალი 2019 09:49
ჩაშლაში მგელი ხარ, შეტევაშიც გამოასწორე თამაში და ძაან ხეცი იქნები
giga qatamadze 15 თებერვალი 2019 17:13
ციტატა: koka
თავის საქმეს კარგად აკეთებს. მე მომწონს. მახსოვს გატუზოც მომწონდა ძალიან ადრე და ზოგიერთი დამცინოდა გატუზოში რა მოგწონს ჯორივით მარტო იქით აქეთ დარბისო და მეტი არაფერს აკეთებსო არადა გატუზოც და კესიც ძალიან დიდ საქმეს აკეტებენ მოედანზე, თან დაუღლელია ტიპი და კარგი დგომა აქვს. მე არ მინდა რო გაყიდონ, ამის გაყიდვას ბილია და ბონავენტურა გაყიდონ ჯობია

100%getanxmebi imashiro biglias ati tavit mirchevnia biglia gauahvan jkvianuri egupro iqneba bigliasavit qalishvili mainc araa janzea
koka
koka 15 თებერვალი 2019 10:16
თავის საქმეს კარგად აკეთებს. მე მომწონს. მახსოვს გატუზოც მომწონდა ძალიან ადრე და ზოგიერთი დამცინოდა გატუზოში რა მოგწონს ჯორივით მარტო იქით აქეთ დარბისო და მეტი არაფერს აკეთებსო არადა გატუზოც და კესიც ძალიან დიდ საქმეს აკეტებენ მოედანზე, თან დაუღლელია ტიპი და კარგი დგომა აქვს. მე არ მინდა რო გაყიდონ, ამის გაყიდვას ბილია და ბონავენტურა გაყიდონ ჯობია
Paqueta 15 თებერვალი 2019 03:07
Shetevashi uniatoa... Magram rashic magaria zmao magari artmrvashi zlieria da 290 wuts itamashebs tipi iseti energia aq rac kargia... Shav saqmes idealurad aketebs, da shetevashi kide shavad moqmedebs zalian
paqueta22222
paqueta22222 14 თებერვალი 2019 21:42
ძალიან ნიჭიერია კესი ეს არ უნდა გაუშვან, მთავარია ლიგაზე გავიდეთ ნახევარდაცვას ბევრი ფეხბურთელი დატოვებს მონტოლივო,ბერტოლაჩ,მაური,ლაქსალტი,ჩალხანოღლუ იმედია ჩაანაცვლებენ ამ ბიჭებით სავიჩი,ერერა,რიჩალრისონი, და ტონალი ერთი სეზონით ბრეშასშ დატოვონ
Ge_Ge 14 თებერვალი 2019 18:57
გასპერინის ხელში როგორ თამაშობდა და გატუზოს ხელში როგორ თამაშობს. მე უბრალოდ მგონია რომ პრობლემა გატუზოშია და არა კესიეში.
Roco
Roco 14 თებერვალი 2019 18:37
მე ცფიქრობ რომ ამის გაყიდვასთან დაკავშირებით ამბები მოგონილი ჭორებია ვინაიდან არაფრით არ შეიძლება იმ ფეხბურთელის მოტივაციის დაგდება რომწლიც ყველა თამაშსს სასტარტოგდანნიწყებს და ამ ეტაპზე ნამდვილად შეუცვლელია სულ რომ ასე ფიქრობდეს ხელმძღვანელობაბამას ნამდვილად არ გაახმაურებდნენ ვინაიდან მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას არ გააფუჭებდნენ ასე რომ ეს მოგონილი ჭორებია სა სულაც არაა კესი ასეთი ცუდი კოედანზებროგორც თქვენ ამბობთ და გგონიათ 22 წლისაა აუცილებლად მოუმატებს კიდევ

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: კალდარა, ბონავენტურა

გამოკითხვა

თქვენი აზრით რომელ პოზიციას დაიკავებს "მილანი" სერია A-ს მომდევნო სეზონში?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image