სუსო: "ჩვენ კარგად გავუგეთ ერთმანეთს"

"მილანის" შემტევმა ნახევარმცველმა, სუსო ფერნანდესმა, განაცხადა, რომ მან და ახალვეულმა ლუკას პაკეტამ ერთმანეთს კარგად გაუგეს.
"თავისუფალ დროს ლუკასი იტალიური ენის შესწავლას უთმობს. მეც ვცდილობ, რაც შეიძლება დიდხანს დავამყარო მასთან კონტაქტი. ჩვენ მოედანზე ძალიან კარგად გვესმის ერთმანეთის, ამაში ვერავინ შემედავება. მინდა გავაგრძელო გოლების გატანა და საგოლე გადაცემების გაკეთება, ამისთვის კი ბევრი შრომაა საჭირო და, შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად ვვარჯიშობ. "როსონერის" საქმე კარგად მიდის და შედეგიც სახეზეა. უპირველეს მიზნად კი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა გვაქვს დასახული. მჯერა, რომ ამას შევძლებთ."- განაცხადა 25 წლის ეპანელმა.

* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
კომენტარები 9