სილვინიო :"პაკეტა კარგად შეეწყო იტალიას"

image

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, სილვინიომ, ბრაზილიურ პრესასთან ინტერვიუში ისაუბრა მისი თანამემამულისა და უკვე "მილანის" ფეხბურთელის, ლუკას პაკეტას შესახებ.

"ის შესანიშნავი სპორტსმენია, კარგად შეეწყო იტალიურ ფეხბურთს და ეს ძალიან მახარებს."მილანი" შესანიშნავი კლუბია, თავისი დიდი ისტორიით. ტაქტიკური თვალსაზრისით კი გატუზოს "როსონერის" ბევრი საერთო აქვს ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთან. ეს დიდად წაადგება ლუკასს განვითარებაში."- განაცხადა მან "UOL Esporte"- თან ინტერვიუში.

სილვინიო პირადად იმყოფებოდა"მილანის" ბოლო ორ შეხვედრაზე "ნაპოლისა" და "რომას" წინააღმდეგ და აკვირდებოდა ლუკასის თამაშს . ბრაზილიელები დარწმუნებულნი არიან, რომ "როსონერის" ახალწვეული ნაკრებისგან მიიღებს მოწვევას ჩეხეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გასამართ მატჩში.

შეგახსენებთ, რომ "სელესოს" მაისურით პაკეტამ უკვე მიიღო ორ შეხვედრაში მონაწილეობა "ამერიკის შეერთებული შტატებისა" და "სალვადორის" წინააღმდეგ.
скачать dle 10.5фильмы бесплатно
Image

კომენტარები 3

mazda13 9 თებერვალი 2019 20:04
შედეგიანიც არის 2 პასი გააკეთა უკვე
Fenomeno10 8 თებერვალი 2019 12:17
ეს იდევ მოუმატებს მითუმეტეს ბევრი მინუსი აქვს რაც გამოსწორებადიაბევრს ათრევს ბურთს და ხშირად კარგავს
gogi1984 8 თებერვალი 2019 10:24
ჯერ ნახევარსაც ვერ აკეთებს რაც შეუძლია. ადაპტაცია მაინც ჭირდება და რაც მთავარია ეტყობა კაცს რომ უფრო მოუმატებს

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: პაკეტა
ტრავმირებული: კალდარა, კალაბრია, სტრინიჩი, ბონავენტურა

გამოკითხვა

შეძლებს "მილანი" გატუზოს მეთაურობით ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებას?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image