რომანიოლი: "არ უნდა მოვდუნდეთ"

image

"მილანის" კაპიტანი, ალესიო რომანიოლი, დაესწრო "Nike Football Masterclass"-ს, რომელიც ორგანიზებული იყო ქალთა ფეხბურთის მხარდასაჭერად. ამასთანავე, პრესას მისცა პატარა ინტერვიუ, სადაც ისაუბრა გუნდის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე.

მან ისაუბრა ჩემპიონთა ლიგაზე და თქვა, რომ გუნდი არ უნდა მოეშვას: "ჩემპიონთა ლიგა? წინ ჯერ კიდევ ბევრი მატჩი გველის, ამიტომ პროგნოზის გაკეთება რთულია. ჩემი ბიჭები თავს არ ზოგავენ და, თუ ასე გაგრძელდა, მიუღწევადი არაფერია. მთავარია არ მოვდუნდეთ".

"იმ განწყობას, რომელიც პიონტეკმა გუნდში მოიტანა, იმ ბრძოლისუნარიანობას და იმ სურვილს, უყურადღებოდ ვერ დატოვებ. ვთვლი, რომ იგი მოვიდა საჭირო დროს და საჭირო ადგილას."

"დონარუმა? ის უბრალოდ ფენომენია. მოედანზე ბევრი უშვებს შეცდომას, მაგრამ ის ყოველთვის კარგად გამოიყურება. თუმცა, ჩემი საუბარი რა საჭიროა, ყველაფერს თავად ხედავთ".

"მე ორმაგი პასუხისმგებლობა მაკისრია გუნდში, რადგან ვატარებ კაპიტნის სამკლაურს. ეს ჩემთვის სიხარულიცაა და სიამაყეც. ვცდილობ, რომ გავხდე ისეთი ღირსეული ლიდერი, როგორიც ოდესღაც მალდინი იყო. "იუვენტუსი"? "როსონერიში" თავს კარგად ვგრძნობ და არ მსურს არაფრის შეცვლა". - განაცხადა ალესიომ.



скачать dle 10.5фильмы бесплатно
Image

კომენტარები 5

superkaka22 8 თებერვალი 2019 00:47
ლაციოსი არ მეშინია არც ატალანტასი, აი რომა მაფიქრებს, იმედია ლიგაზე შორს გავლენ ანაც მოიგონ ლიგა ჩვენ მაგრად გვაწყობს:)))))))
giga qatamadze 8 თებერვალი 2019 00:17
karoche chventan igijebs tavs yvela da lacios achuqa penali mekarem iseti isulela tuara ariyo momgebi lacio imena
rijkaard 7 თებერვალი 2019 23:51
კრიშტოფი მგონი მართლა რობოტია
nika acm 7 თებერვალი 2019 23:01
სენ გენაცვალე რომან :D <3
Shevchenko77 7 თებერვალი 2019 23:00
ასეთი შემართებით,ერთ ოჯახად,მილანის სიყვარულით აუცილებლად მალე მოვა სანატრელი შედეგები

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: პაკეტა
ტრავმირებული: კალდარა, კალაბრია, სტრინიჩი, ბონავენტურა

გამოკითხვა

შეძლებს "მილანი" გატუზოს მეთაურობით ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებას?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image