ზაფხულის პრიორიტეტი: კრესპოს მსგავსი სიტუაციის თავიდან არიდება

image
გასულ ზაფხულს ტიმუე ბაკაიოკო ლონდონის "ჩელსიდან" "მილანს" 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ არენდის წესით შეუერთდა. "როსონერის" მის გამოსასყიდად დამატებით 35 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

დიდი ალბათობით, ლომბარდიელები ფრანგ ნახევარმცველს გამოისყიდიან, რადგან ბოლო შეხვედრებში ის გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. ამ ტრანსფერის განსახორციელებლად ბაკაიოკო ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებაზე უნდა დათანხმდეს, რადგან "არისტოკრატები" მას სეზონში 7 მილიონ ევროს უხდიდნენ.

2004-2005 წლებში "მილანმა" არგენტინელი თავდამსხმელი ერნან კრესპო ინათხოვრა და სეზონის პირველი ნახევარი ჩააგდო, თუმცა იტალიის თასზე, "პალერმოსთან" მატჩის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. კრესპო სეზონის მეორე ნახევარში გუნდის შეუცვლელი ფიგურა გახდა.

მიუხედავად ამისა, "მილანმა" "ჩელსისთან" შეთანხმება ვერ მოახერხა და ლომბარდიელებმა მის ნაცვლად ჯილარდინო გაიფორმეს, რაც არასწორი ნაბიჯი გახლდათ. "როსონერის" მესვეურებს ამ ყველაფრის გამეორება არ სურთ და ბაკაიოკოს გამოსასყიდად ყველაფერს გააკეთებენ.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 4

rijkaard 7 თებერვალი 2019 15:13
ბაკაიოკოს გამოსყიდვა აწი უკვე 21 მილიონად შეუძლიათ იგუაინის დათმობის შემდეგ 9 მილიონი გამოაკლდა ბაკაიოკოს
Fenomeno10 7 თებერვალი 2019 14:54
ბაკაიოკო რო ვერ გამოისყიდონ ჩათვალეთ ნახევარდაცვაში უდიდესი ბზარი იქნება
Kvercxigatuzo
Kvercxigatuzo 7 თებერვალი 2019 10:07
ამის გამოსასყიდი ხო 35 არიის ხოდა ასეთ ფეხბურთელში არაფერია ეგ თანხა დღეს აუვილებლად გამოსასყიდია
gogi1984 7 თებერვალი 2019 09:02
არ მგონია თანხას დააკლოს ჩელსიმ მაგრამ აუცილებლად გამოსასყიდია ფრანგი

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით, როგორ შეაფასებდით "მილანის" სატრანსფერო პოლიტიკას?


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: მუსაკიო
ტრავმირებული: კალდარა

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image