დონარუმა დაბრუნდა: მისი ახალი სატრანსფერო ფასი და რაიოლას გეგმები

image

ჯანლუიჯი დონარუმა დაბრუნდა. რთული სეზონის შემდეგ, 19 წლის მეკარე შესანიშნავად ათამაშდა და "მილანი" რომ ჩემპიონთა ლიგის ზონაშია დიდწილად მისი დამსახურებაა.

გასულ სეზონში დონარუმა დამაჯერებლობით ვერ გამოირჩეოდა და ბევრი იწერებოდა მის შესაძლო გასხვისებაზეც. მინო რაიოლას ბევრი კლუბისგან ჰქონდა შეთავაზება და მეკარის ფასიც 30-40 მილიონი ევრო იყო, რომლის გადახდაც არავინ ისურვა. ამჟამად ჯანლუიჯის ფასი 70-დან 80 მილიონ ევრომდე მერყეობს, თუმცა რა თქმა უნდა რაიოლა ზაფხულში ზარებს მაინც მიიღებს.

მიუხედავად ყველაფრისა, "როსონერის" გეგმები არ იცვლება. სკარონიმ და ლეონარდომ ღიად დააფიქსირეს, რომ ახალგაზრდა მეკარე "მილანს" არავითარ შემთხვევაში არ დატოვებს. "ელიოტი" ლომბარდიული გრანდის დიდების წლების დაბრუნებას ცდილობს, ჯიჯიო კი ამ გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია.
скачать dle 10.5фильмы бесплатно
Image

კომენტარები 2

rijkaard 7 თებერვალი 2019 15:11
ელიოტი ერთ ერტი გიგანტური კომპანიაა მსოფლიოში და რაიოლასნაირი და კიდევ უარესებიც ყავს რათქმაუნდა საბჭოში. ასევე გუნდს ორი უდიდესი ავტორიტეტი პაოლო მალდინი და ლეონარდო კურირებენ რაიოლა მარტივად ვეღარ გაშლის ფრთებს ეს ლაწირაკიც ჭკუაში ვარდება და აშკარად მირაბელისგან პაოლო დიდად განსხვავდება. მთავარია გუნდი ლიგაზე გავიდეს და დონარუმას კიარ დაკარგავს მილანი აქეთ შეიძენს მისნაირებს
Achi 7 თებერვალი 2019 14:02
ისევ რაიოლა იწყებს თავის ოინებს თუ რახდება DD

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით, როგორ შეაფასებდით "მილანის" სატრანსფერო პოლიტიკას?


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: კალაბრია
ტრავმირებული: კალდარა

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image