ისტორიული დღე "მილანის" ისტორიაში - ზუსტად 34 წლის წინ...

image

ზუსტად 34 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პაოლო მალდინიმ "მილანის" მაისურით სერია ა-ში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. ისტორიულ კადრებს "როსონერის" ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

კადრებში ორი ეპიზოდია შესული, ორივე შემთხვევაში პაოლო მალდინი ვარდნაში შესანიშნავად თამაშობს. განსაკუთრებით შთამბეჭდავი ლეგენდარული იტალიელის მეორე ეპიზოდია, როცა მეტოქე მეკარესთან პირისპირ გადის, თუმცა მალდინი ეფექტური მოძრაობით შეტევას შლის.

50 წლის იტალიელი 1985-2009 წლებში "მილანის" ღირსებას იცავდა. 2001-09 წლებში მისი თანაგუნდელი ქართველი ფეხბურთელი კახა კალაძე იყო.

მალდინი სერია ა-ს გამარჯვებული შვიდჯერ გახდა. მილანური გუნდის კაპიტანმა იტალიის თასი ერთხელ მოიგო, ხოლო ხუთჯერ იტალიის სუპერთასის ფინალში გაიმარჯვა.

ფეხბურთელი ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის (ჩემპიონთა თასის) ხუთგზის გამარჯვებულია. ასევე ხუთჯერ გაიმარჯვა ევროპის სუპერთასის ფინალში.

"მილანის" ლეგენდარული კაპიტანი მთელი კარიერის განმავლობაში მხოლოდ მილანური გუნდის შემადგენლობაში ასპარეზობდა. კარიერა 2009 წელს მშობლიურ კლუბში დაასრულა. მისი 3 ნომრიანი მაისური კი სამუდამოდ გაუქმებულია.
скачать dle 10.5фильмы бесплатно
Image

კომენტარები 2

Baraba 25 იანვარი 2019 22:49
დიდებული პაოლო მალდინი 022
--------------------
"When you wear the AC Milan shirt, it shows you have succeeded."
კოკა
კოკა 21 იანვარი 2019 11:50
სამუდამოდ არაა გაუქმებული, თუ მალდინის ოჯახის წევრი ითამაშებს როდესმე მილანში იმას მისცემენ 3 ნომერს.

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: ზაპატა, ბონავენტურა

გამოკითხვა

შეძლებს "მილანი" გატუზოს მეთაურობით ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებას?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image