კალაბრია: "იუვენტუსი" ფავორიტია, თუმცა..."

image

"მილანის" მარჯვენა მცველმა დავიდე კალაბრიამ "სამპდორიასთან" შეხვედრამდე "Milan TV"-სთან ისაუბრა, სადაც არა მარტო გეუნელებთან მატჩზე, არამედ სუპერ თასზე "იუვენტუსის" წინააღმდეგ დაპირისპირებაზეც ისაუბრა.

"ვარჯიშები საკმაოდ პოზიტიურად მიმდინარეობს. რამდენიმე ფეხბურთელი გამოჯანმრთელდა და ჩვენ საქმეს დიდი ენთუზიაზმით ვუდგებით. "მილანი" მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გადის, არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის მეტოქე."

"ბოლო სამ წელიწადში ორი ფინალი მოვიგეთ. ვაღიარებ, "იუვენტუსი" ფავორიტია, თუმცა სუპერ თასის მოგება ჩვენც გვინდა. თამაშის დაწყების დროს ტაბლოზე 0-0-ია, ამიტომ ყველაფერი შესაძლებელია."

"იტალიის თასზე ჩვენი მიზანი ფინალამდე მისვლაა, ამიტომ "სამპდორიას" ბარიერი აუცილებლად უნდა დავძლიოთ. "მილანის" მაისურით 50 შეხვედრაზე მეტი ჩავატარე, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ რაღაც დონეზე გამოცდილებაც დავაგროვე."

"სამპდორიასთან" გამარჯვება და სუპერ თასის მოგება წლის შესანიშნავი დასაწყისი იქნება."
- განაცხადა კალაბრიამ.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 2

JAO_MILAN 10 იანვარი 2019 23:24
დაფეთებულებივით ნუ თამაშობთ თქვენი ჭირი მილანის მტრებს, რამდენი თამაში უნდა წააგოთ ჯორცხენებთან, თავმოყვარეობა არ გაქვთ, კალიარი და ბოლონია არ აგებენ მაგდენს მაგათთან თქვე ჩლუნგებო
Fenomeno10 10 იანვარი 2019 23:11
თასი წელს მეორეხარისხოვანია მაგრამ ბიჭები შანს მიიღებენ და ჯობია გავიდეთ წინ და წინ

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: სუსო
ტრავმირებული: სტრინიჩი, კალდარა, ბილია, ბონავენტურა

გამოკითხვა

შეძლებს "მილანი" გატუზოს მეთაურობით ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებას?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image