რატომ იყიდა "მილანმა" პაკეტა და არის თუ არა ის გარისკული ინვესტიცია?

image

"მილანმა" კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი წარადგინა, რომელიც "ფლამენგოდან" გადაიბირა. ლუკას პაკეტა ბრაზილიაში შესანიშნავად ასპარეზობდა, თუმცა საკითხავია შეძლებს თუ არა იგივე წარმატებით ითამაშოს სერია ა-ში.

21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ "როსონერიმ" 35 მილიონი ევრო გაიღო, რასაც მოგვიანებით კიდევ 10 მილიონი ევრო ბონუსებად დაემატება. ლომბარდიული გრანდის სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ თავის შენაძენზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"პაკეტა გარისკული ინვესტიცია არაა და დარწმუნებული ვარ, რომ მისი შეძენით სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. კაკას მსგავსად, ის ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ბრაზილიაში თავისი კლასი დაამტკიცა და მზადაა უფრო მაღალი მწვერვალები დაიპყროს."

"ჩვენ გვინდა შემტევი გუნდი, ლუკასი კი იმ პროფილის ფეხბურთელია, რომელიც მიზნის ასრულებაში დაგვეხმარება. ჩვენთვის ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს. თუ ვნახეთ, რომ ფეხბურთელი "მილანს" გააძლიერებს, ყველაფერს გავაკეთებთ მის გადასაბირებლად."
- განაცხადა ლეონარდომ.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 6

JAO_MILAN 9 იანვარი 2019 22:58
გაამართლებს მაგარი ბიჭია, ერთი ორი ყოჩაღი ბიჭი კიდევ გვინდა იანვარში
alessandronesta13 9 იანვარი 2019 22:51
მეორე ტაიმში გამოჩდებაო სამპდორიასთან იმედიმაქ მალე გაივლის ადაპტაციას
gio
gio 9 იანვარი 2019 22:48
sampdoriastan atamashos kai iqneba
Oto
Oto 9 იანვარი 2019 21:39
მთავარია გატუზო როგორ გამოიყენებს.იმედია მიცემს დროს და არ დაიწყებს დრო ჭირდება და ჯერ ახალი მოსულია,გარემოს უნდა შეეგუოს,ადაპტაცია ჭირდება და მსგავსი სისულელეები
gogi1984 9 იანვარი 2019 21:37
იმედია გვასახელებს
marley
marley 9 იანვარი 2019 21:31
იმედია ის ხისთავიანი ათამაშებს თავიდანვე .. ახალი მოსულიაო და ეგეთები რომ იციან..

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: სუსო
ტრავმირებული: სტრინიჩი, კალდარა, ბილია, ბონავენტურა

გამოკითხვა

შეძლებს "მილანი" გატუზოს მეთაურობით ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებას?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image