"მილანი" ბერძნების "ქაღალდის სახლი" აღმოჩნდა | მიმოხილვა

image

დასრულდა ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი, სადაც "ოლიმპიაკოსმა" "მილანი" მიიღო და 3-1 გაიმარჯვა. ბერძნებს, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მინიმუმ ორბურთიანი უპირატესობით სჭირდებოდათ მოგება, მათ ეს მოახერხეს და 1/8 ფინალში გავიდნენ.

შეხვედრის ანგარში მეორე ტაიმში გაიხსნა. მე-60 წუთზე თავი სისემ გამოიჩინა. ზუსტად 10 წუთში, ზაპატამ ავტოგოლი მიითვალა და ბერძნების უპირატესობა ორამდე გაიზარდა. 72-ე წუთზე, ზაპატამ მოახერხა გოლი გატანა და ანგარიშის შემცირება, ხოლო შეხვედრას წერტილი 81-ე წუთზე ფორტუნისმა დაუსვა.

ამრიგად, ევროპა ლიგის F ჯგუფიდან 12 ქულით "ბეტისი" და 10 ქულით "ოლიმპიაკოსი" გავიდნენ. "მილანი" კი როგორც სათაურში ავღნიშნეთ, ბერძნების "ქაღალდის სახლად" იქცა.... მოგეხსენებათ, მატჩამდე "ოლიმპიაკოსის" ქომაგებმა ტრიბუნებზე "ნეთფლიქსის" ახალი სერიალის, "casa de papel"-ის პერსონაჟები გამოსახეს - მართალია 1 მილიარდი ევრო არა, მაგრამ ევროპის ლიგის თასი მართლაც მოგვპარეს.
скачать dle 10.5фильмы бесплатно
Image

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: კალდარა, ბონავენტურა

გამოკითხვა

თქვენი აზრით რომელ პოზიციას დაიკავებს "მილანი" სერია A-ს მომდევნო სეზონში?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image