"რეალმა" "მილანიც" უკან ჩამოიტოვა

image

გასულ საღამოს საფეხბურთო ყურადღება პარიზისკენ მიიმართა, სადაც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს, "ოქროს ბურთის" მფლობელი გაირკვა. საუკეთესო, საუკეთესოებს შორის ლუკა მოდრიჩი გახდა, რომელსაც საუცხოო სანაკრებო და საკლუბო სეზონი ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ ლუკა მოდრიჩის ტრიუმფის პარალელურად, შეიცვალა საფეხბურთო სტატისტიკა. 33 წლის ხორვატი მეშვიდე ფეხბურთელი გახდა მადრიდის "რეალის" ისტორიაში, ვინც "ოქროს ბურთი" ერთხელ მაინც მიისაკუთრა. ამ მაჩვენებლით კი "სამეფო კლუბმა" "ბარსელონას", "იუვენტუსსა" და "მილანს" გაუსწრო, რომელთა რიგებში "ოქროს ბურთის" ექვს-ექვს მფლობელს უთამაშია.

აქვე შეგახსენებთ იმ ფეხბურთელთა სიას, რომლებმაც "მილანის" რიგებში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო მიიღეს: ჯანი რივერა (1969), რუდ გულიტი (1987), მარკო ვან ბასტენი (1988, 1989, 1992), ჯორჯ ვეა (1995), ანდრეი შევჩენკო (2004) და რიკარდო კაკა (2007) შეძლეს.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 1

marley
marley 4 დეკემბერი 2018 21:15
ძაან სამარცხვინოდ იქცევა ფიფა. ძაან დიდი კორუფცია და მილანზე არიან გადაკიდებულები ამ დროს...
რა მოდრიჩი რის მოდრიჩი... პასი ასისტი ამას არ აქვს გაკეთებული , გოლი ამას არ აქვს გატანილი და ლიგა მოიგო მხოლოდ (იცის რონალდომ მოიგო, კიც ჩანს რონალდოს გარეშე რა გუნდიც არის რეალი) .
აქეთ მესიმ ამხო რეკორდები , იქეთ რონალდომ. გრიზმანმა გოლები ყარა , ევროპალიგა მოიგო , მსოფლიო ჩემპიონი გახდა ... და მაინც ამას მოაგებინეს ....

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: სტრინიჩი, კალდარა, ბილია, ბონავენტურა, მუსაკიო

გამოკითხვა

შეძლებს "მილანი" გატუზოს მეთაურობით ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებას?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image