მალდინი: "ამ ორი ფეხბურთელის შეძენა ლიგაზე დაბრუნებაში დაგვეხმარება"

image

იტალიის სერია ა-ს შესაძლოა, კიდევ ორი სუპერვარსკვლავი შეემატოს. "მილანის" სტრარეგიული განვითარების დირექტორის პაოლო მალდინის თქმით, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში კლუბი სესკ ფაბრეგასის და ზლატან იბრაჰიმოვიჩის დამატებას გეგმავს.

"Sky"-სთან ინტერვიუში მილანური კლუბის ლეგენდა ამბობს: "გვინდა, რომ ეს სეზონი ჩემპიონთა ლიგის ზონაში დავასრულოთ. საამისოდ გაძლიერება გვჭირდება, ფაბრეგასი და იბრაჰიმოვიჩი კი მიზნის მიღწევაში ძალიან დაგვეხმარებიან. ჩვენ მათი "მილანში" ხილვა გვსურს, თუმცა მხოლოდ სურვილი არ კმარა. ვნახოთ, იანვარში ყველაფერი გაირკვევა".

14 ტურის შემდეგ ჩემპიონთა თასის 7-გზის მფლობელი "მილანი" მე-4 ადგილზეა და ლიდერ "იუვენტუსს" 15 ქულით ჩამორჩება. სერია ა-დან 2019-2020 წლების ჩემპიონთა ლიგაზე პირველი 4 კლუბი იასპარეზებს.

ლონდონის "ჩელსის" 31 წლის ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 10-ჯერ მოირგო ინგლისური კლუბის მაისური. რაც შეეხება ზლატან იბრაჰიმოვიჩს, "ლოს ანჯელეს გელექსის" 37 წლის ფორვარდს მილანელი ქომაგები კარგად იცნობენ - 2010-2012 წლებში შვედმა "მილანის" შემადგენლობაში ჩატარებულ 85 ოფიციალურ მატჩში 56 გოლი შეაგდო.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 4

milanista123
milanista123 5 დეკემბერი 2018 21:23
moiyvanet sheileba gvshvelos rame
zurius 4 დეკემბერი 2018 15:01
იბრა 1,5 კონტრაქტი და ფაბრეგასი 2,5 კონტრაქტით, პლიუს ერთი კარგი ცენტრალური მცველი იდეალური იქნება ამ მილანისთვის. მე-3-4 ადგილისთვის არ გაგვიჭირდება. პაკეტას მარცხენა ფლანგზე ძალიან კარგად შეუძლია შეტევაში და თავდამსხმელის უკანაც პლეიმეიკერად თამაში, რაც ნამდვილად აკლია ამ მილანს.
Mmm
Mmm 4 დეკემბერი 2018 13:30
გატუზოს მილანის ყურება ლიგაზე იქნება ცინიზმის გაგონება სხვა გულშემატკივრებისგან მეტი არაფერი, ჯერ იმად რა ღირს, კიდე არსებობს მილანიო
Sancho777 4 დეკემბერი 2018 13:17
Iasna 4eulshi vaet mageni ro movidnen

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: სტრინიჩი, კალდარა, ბილია, ბონავენტურა, მუსაკიო

გამოკითხვა

შეძლებს "მილანი" გატუზოს მეთაურობით ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებას?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image