"France Football"-მა 2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი დაასახელა

image

ჟურნალ "France Football"-ის ვერსიით, 2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად “პარი სენ-ჟერმენისა” და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი კილიან მბაპე დასახელა, რომელსაც რაიმონ კოპას სახელობის ჯილდო გადაეცა.

გამოკითხვის შედეგად 19 წლის ფორვარდმა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (“ლივერპული”), პატრიკ კუტრონე (“მილანი”) და ჯასტინ კლუივერტი (“რომა”) ჩამოიტოვა.

კილიან მბაპე 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და ლიგის თასი. ამ კალენდარულ წელიწადში მბაპეს ანგარიშზე 56 მატჩში გატანილი 32 გოლია.

აქვე გეტყვით, რომ "მილანის" ახალგაზრდა ფორვარდმა პატრიკ კუტრონემ რამდენიმე დღის წინ ევროტურნირების რეკორდი დაამყარა - მის ასაკში ევროპის პრესტიჟულ ტურნირებზე 10 გოლი არავის გაუტანია.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: სტრინიჩი, კალდარა, ბილია, ბონავენტურა, მუსაკიო

გამოკითხვა

შეძლებს "მილანი" გატუზოს მეთაურობით ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებას?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image