გატუზო "იუვესთან" მატჩის წინ პრესკონფერენციაზე: "მე ვიცი, ვინც შეაჩერებს რონალდუს"

image
"მილანის" თავკაცმა ჯენარო გატუზომ "იუვენტუსთან" გასამართი უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

"იუვენტუსი" ნამდვილი ჩემპიონია. ისინი მრავალფეროვნები არიან და მათ უამრავი ძლიერი მხარე აქვთ. დღეს ევროპის მასშტაბით "იუვენტუსი" "ბარსელონასთან" ერთად უძლიერესი გუნდია".

"ალეგრი ჯერ ჩემი მწვრთნელი იყო, ახლა კი ჩემი მეგობარია. ვიცი, რომ ჯერ ძალიან ბევრი მაქვს სასწავლი და ამის გაკეთებას ისეთი ადამიანებისგან ვაპირებ, როგორებიც ალეგრი და არიგო საკი არიან".

"ვინც ჩვენ აუცილებლად უნდა დავკეტოთ, ეს ლეონარდო ბონუჩია. "იუვენტუსი" მოძრაობას და გადაადგილებას სწორედ მისგან იწყებს. ლეოს თვისებები კარგად ვიცი და იმედია მიზანს მივაღწევთ".

"დიახ, "ბიანკონერისთან" მატჩს სათანადო შემადგენლობით ვერ ვხვდებით. ძალიან სამწუხაროა, რომ ყველაფერი ახლა დაემთხვა. დაცვაში პრობლემები გვაქვს, ნახევარდაცვაში კი ჩალჰანოღლუს მდგომარეობამ გამახარა, აგრეთვე იგუაინმაც".

"ვერ გეტყვით რა შემადგენლობით გავალთ მოედანზე, მაგრამ გეტყვით, რომ მუსაკიო დაგვაკლდება. ახლა მხოლოდ იმ ბიჭებზე ვფიქრობ, ვინც ჩემს გნკარგულებაშია. ტრავმირებულ მოთამაშეებზე სანაკრებო პაუზის დროს ვიფიქრებთ".


"რინომ" რონალდუს ფაქტორზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ პორტუგალიელზე მეტად საფრთხეს ტურინელთა სხვა მოთამაშე წარმოადგენს.

"გუნდში გვყავს მოთამაშე, რომელსაც რონალდუს გაჩერება შეუძლია. ეს ფრენკი კესია. თუმცა, "იუვენტუსს" რონალდუს გარდა სხვა ვარსკვლავებიც ჰყავს, ასე რომ, მათი შეჩერებისთვისაც მოგვიწევს ფიქრი", - ამბობს გატუზო.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 1

superkaka22 11 ნოემბერი 2018 20:08
ვაი შენს პატრონს, კესიე სირბილში დაეწევა თუ თავზე აიხტება, რომანიოლი მაინც გეთქვა

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით, როგორ შეაფასებდით "მილანის" სატრანსფერო პოლიტიკას?


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: კალდარა

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image