"მილანის" უკვე ყოფილმა შემტევმა, კრიშტიფ პიონტეკმა იტალია ოფიციალურად დატოვა და კარიერას "ჰერტაში" აგრძელებს. 24 წლის პოლონელმა სოციალურ ქსელში წერილი გამოქვეყნა და გულშემატკივრებს დაემშვიდობა.
"მილანში" თამაშით ბავშვობის ოცნება ავიხდინე. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამ გუნდის მაისურით ვითამაშებდი და გოლებს გავიტანდი".
"ნაპოლის", "იუვენტუსის", "რომას" და "ატალანტას" კარში გატანილი გოლები, შევჩენკოს და ინძაგის შეფასებები და გულშემატკივრების ემოციები ცხოვრების ბოლომდე არ დამავიწყდება".
"მოედანზე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი და ახალ კლუბშიც იგივეს გავაკეთებ - სწორედ ეს არის ჩემი ცხოვრების სტილი. უკვე ყოფილ გუნდს "მილანს" კი წარმატებებს ვუსურვებ", - ნათქვამია პიონტეკის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ კრიშტოფ პიონტეკი "მილანმა" გასულ ზამთარში 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ჯენოადან" დაიმატა. მან "როსონერის" მაისურით 41 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 16 გოლთან ერთად 2 საგოლე გადაცემა გაიფორმა.