ზლატანი: "პრესას ვკითხულობ და ჩემს გეგმებზე მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა"

image

ლოს ანჯელესის "გალაქსის" შემტევი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი მედიაში გავრცელებულ ინფორმაცის გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ევროპაში დაბრუნებით ამ ეტაპზე დაინტერესებული არ არის.

"კლუბმა ყველა ჩემი სურვილი და მოთხოვნა იცის და ყველაფერი მათზეა დამოკიდებული. აქ ძალიან დამეხმარნენ მე და ჩემს ოჯახს და ყველა მოთხოვნა შეგვისრულეს. ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ვიტყვი, რომ არაფერზე ვდარდობ."

"საიდუმლო არ არის, რომ ევროპული კლუბები ჩემით ინტერესდებიან, თუმცა ამჟამად "გალაქსი" არის ჩემი მთავარი პრიორიტეტი. მე აქ ვარ და ამით ძალიან ბედნიერი ვარ"
, - განაცხადა შვედმა ფეხბურთელმა.

შეგახსენეთ, რომ სპორტულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანის" ხელმძღვანელობას იბრას დაბრუნება სურს და აღნიშნული ტრანსფერის განხორციელებას ზამთარშივე შეეცდება.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 1

Fenomeno10 9 ნოემბერი 2018 08:35
მგონია ამას მოიყვანენ ზამთარში

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: სტრინიჩი, კალდარა, ბილია, კალაბრია, ბონავენტურა, იგუაინი, მუსაკიო, ჩალჰანოღლუ

გამოკითხვა

შეძლებს "მილანი" გატუზოს მეთაურობით ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებას?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image