პირველი საქმიანი საუბარი შედგა - რა ხდება სუსოს ირგვლივ?

image

"Sky Sports"-ის ინფორმაციით, გუშინდელი ვარჯიშის შემდეგ "კასა მილანში" საქმიანი ვახშამი გაიმართა, რომელსაც "მილანის" მენეჯერები, სუსოს მამა და ალესანდრო ლუჩი (სუსოს აგენტი) ესწრებოდნენ.

როგორც ჩანს, ესპანელი შემტევის მომავალთან დაკავშირებული საკითხი დღის წესრიგში დადგა, რადგან "როსონერიმ" რამდენიმე დღის წინ მადრიდის "რეალისგან" ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური წინადადება მიიღო.

რა თქმა უნდა, "მილანში" გუნდის ერთ-ერთი ლიდერის შენარჩუნება სურთ და აღნიშნული შეხვედრის მიზანიც სწორედ ეს გახლდათ. წყაროს ცნობით, მხარეებმა ფეხბურთელის ახალი კონტრაქტი განიხილეს.

სუსოს ამჟამინდელ ხელშეკრულებაში (1 წლის წინ გაფორმებული) არაიტალიური კლუბებისთვის გამოსასყიდ თანხათ 38 მლნ. ევრო წერია. 24 წლის ფეხბურთელს "როსონერიში" დარჩენა უნდა, თუმცა კონტრაქტში ამ პუნქტის შეცვლაზე (38-ის რამდენიმე ათეულით გაზრდაზე) მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება თანახმა, თუ ცვლილება ხელფასის გაზრდასაც შეეხება.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 2

superkaka22 7 ნოემბერი 2018 15:24
გაუზარდონ მერე ხელფასი, დონარუმა თუ იღებს 5 მილიონს სუსოს არ ეკუთვნის?
Sancho777 7 ნოემბერი 2018 13:15
გაუფორმეთ მაგაზე მაგარს ვერ მოიყვანთ თქვენ და ეს მაინც დატოვეთ

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: სტრინიჩი, კალდარა, ბილია, კალაბრია, ბონავენტურა, იგუაინი, მუსაკიო, ჩალჰანოღლუ

გამოკითხვა

შეძლებს "მილანი" გატუზოს მეთაურობით ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებას?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image