ლეონარდომ 3 ფრონტზე ბრძოლა გახსნა! - იანვრის მთავარი სამიზნეები

image

"მილანმა" სერია ა-ს ბოლო სამი თამაში მოიგო და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე აღზევდა, რამაც გუნდის მთავარი მწვრთნელის, ჯენარო გატუზოს პოზიცია შედარებით გაამყარა.

"როსონერის" მიზანი საუკეთესო ოთხეულში დამკვიდრებაა, რათა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვოს და მომდევნო სეზონში ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე იასპარეზოს.

ამ რესურსით, საუკეთესო ოთხეულში ადგილის შენარჩუნება რთული იქნება, რადგან სერია ა-ში დიდი კონკურენციაა, "მილანს" კი საკადრო პრობლემები შეექმნა. ტრავმის გამო, გუნდს ცენტრალური მცველი მატია კალდარა სამი თვით გამოაკლდა, ლუკას ბილიას კი თვეზე მეტი გაუცდება.

მას შემდეგ, რაც გატუზომ გუნდი 2-ფორვარდიან სისტემაზე გადააწყო და ძირითადში ერთად ათამაშებს იგუაინს და კუტრონეს, თადარიგში ცენტრფორვარდი აღარ დარჩა და "როსონერის" ამ რგოლის გაძლიერებაც სურს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, "მილანი" ზამთარში სამი ფეხბურთელის გადაბირებას შეეცდება: მცველის, ნახევარმცველის და თავდამსხმელის.

დაცვის გაძლიერება ლომბარდიელებს მეჰდი ბენატიათი სურთ, რომელიც იუვენტუსში დროის უდიდეს ნაწილს თადარიგში ატარებს. ნახევარდაცვაში ლომბარდიული გრანდის მესვეურებს სესკ ფაბრეგასის ("ჩელსი") დამატება უნდათ, ხოლო შეტევაში ზლატან იბრაჰიმოვიჩი ("გალაქსი") მოიაზრება.

აღსანიშნავია, რომ სამივე ფეხბურთელი 30 წელს გადაცილებულია. იტალიური მედიის ცნობით, "მილანის" სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ სამივე მიმართულებით დაიწყო მოლაპარაკებები.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 4

Sancho777 7 ნოემბერი 2018 13:13
რაის ბენატია ხო არ გადაობთ იბრა და ფაბრე მაგრად გამოგვადგება
gogi1984 7 ნოემბერი 2018 00:20
ფაბრე მაინც კლასნია რაც არუნდა ფორმადაკარგული იყოს. კლასნი მცველი ხო ჰაერივით გვინდა 14 გაშვებული ბურთი გვაქ უკვე
katerina
katerina 6 ნოემბერი 2018 23:44
მილანს კარგი გოგოების გუნდი ყავს და ერთი შანსი რომ მისცენ რომელიმე გოგოს ძალიან ბედნიერი ვიქნები, ძალიან მაგარი გუნდი გყვავს და ყველა მაგარი სიმპატიაგაა ;)
Fenomeno10 5 ნოემბერი 2018 23:42
ბენატიას ნაცვლად დავიდ ლუიზი ან კეჰილი მოიყვანოს დანარჩენი კაია

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: სტრინიჩი, კალდარა, ბილია, კალაბრია, ბონავენტურა, იგუაინი, მუსაკიო, ჩალჰანოღლუ

გამოკითხვა

შეძლებს "მილანი" გატუზოს მეთაურობით ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებას?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image