"ჩვენ მაინც სხვა დონეზე ვიმყოფებით" - გატუზოს პრესკონფერენცია "ინტერთან" მატჩამდე

image

ხვალ სერია ა-ს მე-9 ტურის ეგიდით მილანური დერბი "დელა მადონინა" გაიმართება. "ინტერთან" გასამართ პრინციპულ მატჩამდე მილანის თავკაცმა ჯენარო გატუზომ პრესკომფერენცია გამართა.

"ინტერს" აქვს ძლიერი მხარეები და ეს მხოლოდ სიტყვები არაა. "ნერაძურიამ" ჩემპიონთა ლიგაზე ყველას აჩვენა საკუთარი შესაძლებლობები".

"მთავრია, ვეცადოთ შეცდომები არ დავუშვათ. მზერა უნდა მივმართოთ ბურთისკენ და ვაკონტროლოთ იკარდი და პერიშიჩი. მოწინააღმდეგეს შიში არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავანახოთ, რადგან ჩვენ არ გვეშინია, უბრალოდ, პატივს ვცემთ მათ".

"შეიძლება ითქვას, რომ "ინტერის" ფეხბურთელებს უკეთესი ფიზიკური მომზადება აქვთ, მაგრამ ჩვენ მაინც სხვა დონეზე ვიმყოფებით, თუნდაც, ტექნიკური თვალსაზრისით".

"ლუჩიანო სპალეტი ერთ-ერთი იმ მწრთვნელთაგანია, რომლისგანაც ახალბედა მწრთვნელმს, მაგალითად როგორიც მე ვარ, შეუძლია კარგი მაგალითი აიღოს. მან ძალიან კარგად იცის სირთულეებიდან დაძრომა. შესაფერის დროს ცვლილებების გაკეთებაც არაჩვეულებრივად გამოსდის".

"ბოლო თვის განმავლობაში ბიჭებმა დამანახეს მენტალიტეტის გაძლიერება, რისთვისაც ბევრი ვიშრომე. რა თქმა უნდა, შესაძლოა გუნგის 20%-ს ვძულვარ მაგრამ მე მათ ვებყრობი, როგორც პროფესინალი მწრთვნელი და არ შემიძლია სიყვარულისთვის უფრო რბილი გავხდე. მთავარი შედეგებია".

"საბოლოოდ მზად ვართ ბრძოლისთვის, მჯერა, რომ ბიჭები თავდაუზოგავად იბრძოლებენ. დიდი იმედი მაქვს იგუაინის და მჯერა, რომ დანარჩენებიც კარგად გამოიყენებენ იმ უპირატესობას, რაც მოედანზე მის მხარეს ბრძოლით შეიძლება მიიღონ"
, - ციტირებს რონის "Football Italia".

შეგახსენებთ, რომ დერბი "დელა მადონინა" სანსიროზე ხვალ, თბილის დროით 22:30 დაიწყება.
скачать dle 10.5фильмы бесплатно
Image

კომენტარები 3

luka9 21 ოქტომბერი 2018 08:27
ინტერი ნელ ნელა ისეთ ფორმაში შედის და ისეთი შეადგენლობა ჰყასვრომ გატუზოს მიდი და აუცილებლად უნდა მოუგოო ვერ მოსთხოვ.ფრეც ძაან კარგი შედეგი იქნება და აი უკვე ფორმალურად სან სიროზე როცა შევხვდებით ინტერს იქ 100% მოგება გვინდა
American საიტზეა
American 20 ოქტომბერი 2018 23:51
Xval gamochndeba unda darche shen tu unda caxvide.. Mogebuli tamashi caage napoltan, ratkma unda sheni tutucobit, tu xvalac igive gaakete da mainc darchi da tavad ar caxvedi mashin vityvi ro shenc magari gkidia Milan.
Oto
Oto 20 ოქტომბერი 2018 23:18
ხვალ უეჭველი უნდა მოიგო ჯენარო

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: კალდარა, ბონავენტურა

გამოკითხვა

შეძლებს "მილანი" გატუზოს მეთაურობით ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებას?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image