შევჩენკო: "ბერლუსკონიმ შეთავაზება გამიკეთა"

"მილანის" ლეგენდარულმა შემტევმა ანდრეი შევჩენკომ განაცხადა, რომ იტალიის მესამე ლიგაში მოასპარეზე "მონცას" დამოძღვრას არ აპირებს. მოგეხსენებათ, ეს კლუბი ახლახანს ადრიანო გალიანიმ და სილვიო ბერლუსკონიმ შეიძინეს.
"ბერლუსკონის დაბადების დღე ჰქონდა და მივულოცე. მან ხუმრობით "მონცას" საკითხზეც ისაუბრა და შემოთავაზება გამიკეთა, თუმცა არაფერს ვგეგმავ. მჯერა, რომ უკრაინის ნაკრებს 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე გავიყვან", - განაცხადა ანდრეიმ.
ცნობისთვის, გუშინ უკრაინის ნაკრები "სკუადრა აძურას" დაუპირისპირდა და 1:1-ზე დაუზავდა.

* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ