"მე არჩევანს "პიპიტაზე" შევაჩერებ"

image

"მილანისა" და იუგოსლავიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა დეიან სავიჩევიჩმა ერთმანეთს მილანური გრანდის ორი არგენტინელი ცენტრალური თავდამსხმელი შეადარა.

"იკარდი და იგუაინი ორი განსხვავებული სტილის თავდამსხმელია. პირადად მე პიპიტა მირჩევნია, ვინაიდან მას მხოლოდ გოლები არ გააქვს - მონაწილეობას იღებს გუნდურ კომბინაციებში და მთელ გუნდს ავითარებს".

"იკარდის ექსტრაორდინალური დაგვირგვინება აქვს, მაგრამ გუნდმა უნდა იმუშავოს მასზე და მიაწოდოს ბურთი... დერბი "მადონინა"? ვფიქრობ, "მილანი" უკეთეს ფორმაშია"
, - განმარტა სავიჩევიჩმა.

შეგახსენებთ, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ, 21 ოქტომბერს, იტალიის სერია ა-ს მე-9 ტურის ეგიდით მილანური დერბი გაიმართება.

მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით იგუაინი წინ არის - გონსალოს 6 გოლი აქვს გატანილი, მაუროს კი - 5.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: კონტი, სტრინიჩი, კალდარა

გამოკითხვა

უნდა მოხსნან თუ არა ჯენარო გატუზო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image