ვინ არის "ახალი კაკა", რომელიც "მილანში" იანვრიდან ითამაშებს

image

ბრაზილიური გამოცემა "გლობუ ეშპორტეს" ცნობით, "მილანმა" "ფლამენგოსთან" ლუკას პაკეტას ტრანსფერის დეტალები შეათანხმა.

ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ბრაზილიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი, რომელშიც "როსონერი" 35 მილიონ ევროს იხდის, "სან სიროზე" იანვრიდან ითამაშებს, მანამდე კი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს (როგორც ამბობენ, 5-წლიანს) გააფორმებს.

21 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ცაციაა. მიმდინარე სეზონში მან "ფლამენგოს" მაისურით 24 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და უკვე ორჯერ მოირგო ბრაზილიის ნაკრების მაისურა.

კარიერის საწყის წლებში ბრაზილიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე "ფლამენგოს" ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, ბრაზილიის 20-წლამდე ნაკრებში კი 8-ჯერ იყო გამოძახებული.

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელის გადაბირება ძალიან უნდოდათ "ლივერპულს" და "პარი სენ-ჟერმენს", მცდელობა ჰქონდათ სხვა ევროპულ გრანდებსაც, მაგრამ "მილანი" უფრო მარიფათიანად იმუშავა და საწადელსაც მიაღწია.

скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 4

ROSSONERO 11 ოქტომბერი 2018 16:39
ციტატა: pipo
modi ra jer itamashos da mere davudzaxot kaka

ბრჭყალებში ვწერთ :დ
luka9 11 ოქტომბერი 2018 16:01
ძაან კარგი ბიჭია ყველა ამაზე ლაპარაკობს იმედია არ ჩაიკარგება
pipo
pipo 11 ოქტომბერი 2018 14:32
modi ra jer itamashos da mere davudzaxot kaka
Fenomeno10 11 ოქტომბერი 2018 14:01
u1bsm forza gooal7 იმედია 22 ნომრით ითამაშებს

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: სტრინიჩი, კალდარა, ბილია, ბონავენტურა, მუსაკიო

გამოკითხვა

შეძლებს "მილანი" გატუზოს მეთაურობით ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებას?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image