კასანო: "ახლა მსოფლიოს ეს ორი საუკეთესო თავდამსხმელი ჰყავს"

image

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და "მილანის" ყოფილმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ მედიასთან გონსალო იგუაინზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არგენტინელი სუარესთან ერთად საუკეთესოა.

"გონსალო იგუაინი? ის ბრწყინვალე შემტევია. მასთან ერთად, მადრიდის "რეალში" ვთამაშობდი და მისი ტალანტი ადვილად შესამჩნევია. კრიშტიანუ რონალდუ საოცარი ფეხბურთელია, ედინ ჯეკოც კარგი თავდამსხმელია, თუმცა, პირადად ჩემთვის გონსალო იგუაინი და ლუის სუარესი მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელები არიან", - აღნიშნა 36 წლის იტალიელმა.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კასანო სხვადასხვა დროს "რომას", "რეალის", "მილანის" და "ინტერის" ღირსებას იცავდა. 2003-14 წლებში, იტალიის ეროვნულ ნაკრებშიც ირიცხებოდა, სადაც 39 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 10 გოლი გაიტანა.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 1

koka
koka 11 ოქტომბერი 2018 10:13
sampdoria, parma da helas verona gamogrchat

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: სტრინიჩი, კალდარა, ბილია, ბონავენტურა, მუსაკიო

გამოკითხვა

შეძლებს "მილანი" გატუზოს მეთაურობით ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებას?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image