ლეონარდომ შეათანხმა: "მილანში" ბრაზილიის საუკეთესო ნახევარმცველი გადადის

image

"ფლამენგოს" ახალგაზრდა ნახევარმცველი ლუკას პაკეტა "მილანში" გადასვლასთან ახლოსაა.

"Globo Esporte"-ს ინფორმაციით, იტალიურმა კლუბმა "პსჟ"-ს 21 წლის ფეხბურთელისთვის ბრძოლაში მოუგო. მოლაპარაკებას "როსონერის" სპორტული დირექტორი ლეონარდო უძღვებოდა.

ტრანსფერი 35 მილიონ ევროდ ფასდება. ამ კვირას ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს, რის შემდეგაც მისი მილანურ კლუბში ტრანსფერი დასრულდება, იანვირდან კი "როსონერის" ოფიციალურად შეუერთდება.

"ფლამენგოს" პირველ გუნდში პაკეტას დებიუტი 2016 წელს შედგა. მან გუნდის მაისური 87-ჯერ მოირგო და 19 გოლი გაიტანა. 2018 წელს, იგი ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს, სადაც 2 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ბრაზილიის ჩემპიონატში პაკეტა სტაბილურად ხვდება ტურის სიმბოლურ გუნდებში და ბრაზილიის მასშტაბით ჯამში ყველაზე მაღალი შეფასება აქვს.


ლეონარდომ შეათანხმა: "მილანში" ბრაზილიის საუკეთესო ნახევარმცველი გადადის

скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 7

demegoga
demegoga 11 ოქტომბერი 2018 13:30
Via DA chalhanas mowevs skami
bachi 11 ოქტომბერი 2018 10:55
ამას ცოტა კი გაუჭირდება იტალიაში, ეს რომ ამ კლიპში ტანცაობს მასე ვინ აცლის იტალიაში, ბრაზილიის ჩემპიონატი იმენა 0 დაცვის მხრივ იტალიასთან შედარებით, მანდ მგონი პატკატებსაც არ აკეთებენ :D
william265 11 ოქტომბერი 2018 10:37

ამის მთავარი პოზიცია არის შემტევი ნახევარმცველი. გამოდის ბონავენტურას კონკურენტად მოიაზრება.
მაგრამ ჩემთვის გაუგებარია ზამენის კაცად მოყავთ თუ ძირითადის,
კარგ ფორმაში მყოფი პაკეტა კარგ ფორმაში მყოფ ბონას ვერ ამოაგდებს.
თუ პაკეტამ მოუკლო ბონაც არ მოუმატებს.... ბონას თავის პოზიციაზე ჭირდებოდა მაღალი დონის ვარსკვლავი რომელთანაც პრო#ი აეწვებოდა ბრძოლაში და არა ახალგაზრდა ბიჭი რომელიც ჯერაც არ ვიცით გაამართლებს თუ არა.

ნეტა გაამართლოს მარა ადაპტაციას ასე თუ ისე დრო სჭირდება.
კარგი ამბავი მისთვის ისაა რომ მენეჯმენტში ორი მთავარი კაცი ბრაზილიელია და პაძეშკას იგრძნობს მათგან.
koka
koka 11 ოქტომბერი 2018 10:17
მე იცით რა მაინტერესებს ამას ძირითადობას უპირებენ თუ ზამენობას??თუ ზამენაე დასვეს ანდრე სილვასავით დაიკარგება თუ ძირითადობას უპირებენ მაშინ საინტერესოა ვის დასვამენ და რა პოზიციაზე ათამაშებს გატუზო??? დავიჯერო 4-4-2ზე გადავა??
superkaka22 11 ოქტომბერი 2018 07:52
ახალი კაკა ყოფილიყოს, მაგრამ ჯერ მოვიდეს, ოფიციალური ხო არ არის.
Nero 11 ოქტომბერი 2018 00:25
ძაან მაგარი ამბავია.. მილანს აკლია ბრაზილიელები ძაან milan
Fenomeno10 10 ოქტომბერი 2018 23:59
ვააა გაასწორაა ამის ტრანსფერმა forza სწორედ ამაზე უნდა ააწყოს გატუზომ გუნდი დიდი მომავალიაქვს . სწორედ ბრაზილიელებზე უნდა გაკეთდეს აქცენტი და ბრაზილიის ჩემპიონატიდან უნდა მოიყვანონ ფეხბურთელები . რაც შეეხება ზამთრის ტრანსფერებსს ამის მოყვანას , ფაბრეგასის იბრას დაპატოს მოყვანა დაამატონ და იდეალური იქნება

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: სტრინიჩი, კალდარა, ბილია, ბონავენტურა, მუსაკიო

გამოკითხვა

შეძლებს "მილანი" გატუზოს მეთაურობით ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებას?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image