ბონუჩი: "მილანის" დატოვებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ვხვდები, რომ..."

გასული წლის ზაფხულში ლეონარდო ბონუჩიმ "იუვენტუსი" დატოვა და "მილანს" მიაშურა, სადაც მას კაპიტნის სამკლაური დაახვედრეს, თუმცა ცენტრალურმა მცველმა "როსონერიში" მხოლოდ 1 სეზონი დაჰყო, რის შემდეგაც "ბებერ ქალბატონს" დაუბრუნდა.
ამ ყველაფერზე ბონუჩიმ ახლახანს იტალიურ მედიასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ "მილანში" გადასვლა მისი მხრიდან დიდი შეცდომა იყო.
"ალეგრისთან დაძაბული ურთიერთობა მქონდა, მაგრამ გონიერი ხალხი ყოველთვის პოულობს გამოსავალს. ბევრი ისეთი რამ მოხდა, რაც ჩემ თავმოყვარეობას შეეხო და გუნდის დატოვება მომიწია. ამ კონფლიქტის შემდეგ, "იუვენტუსში" გაჩერება აღარ შემეძლო".
"როცა სიტუაცია საღ გონებაზე შევაფასე, მივხვდი, რომ გუნდის დატოვება და "მილანში" გადასვლა არასწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან მხოლოდ ამ მაისურით თამაშისას შემიძლია ჩემი მაქსიმუმის გამოვლენა. მინდა მადლობა გადავუხადო კლუბის ხელმძღვანელობასა და ჩემს აგენტს, რომლებმაც "ბიანკონერიში" დაბრუნების საშუალება მომცეს".
"დაბრუნებიდან რამდენიმე თვეში ვაცნობიერებ, რომ აქ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა და დიდი მიზნებისთვის ბრძოლა შეგვიძლია. სულ სხვა ატმოსფეროა და მიხარია, რომ გადაწყვეტილებაში არ შევმცდარვარ", - განაცხადა ცენტრალურმა მცველმა.

* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
კომენტარები 11