ბონავენტურა: "თამაშის ხარისხს კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ"

image

"მილანის" ხუთიანმა ჯაკომო ბონავენტურამ "კიევოსთან" გამარჯვების შემდეგ, სადაც ერთი გოლი თავად გაიტანა "Milan Tv"-სთან ინტერვიუ ჩაწერა.

"გატუზომ მოსვლის დღიდან დიდი სამუშაო გასწია და ვცდილობთ, რომ ჩვენც ავყვეთ. ფაქტია, გუნდი უკეთ გამოიყურება და ბევრ მომენტს ქმნის. მეც კარგ ფორმაში ვარ და მაქსიმალურად ვცდილობ გამარჯვებაში ჩემი წვლილი შევიტანო."

"ეს გამარჯვება კიდევ უფრო თავდაჯერებულს გაგვხდის, თუმცა ახლა მთლიანად ნაკრებზე ვარ ორიენტირებული. ძალიან რთული პოზიციიდან გავიტანე გოლი, თუმცა სხვა, უფრო მარტივი პოზიციიდან ვერ გავიტანე. სიტუაციის აღქმის მხრივ ბევრი მაქვს სამუშაო."

"თამაშის ხარისხს კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ, ამის მჯერა. კარის მშრალად შენახვა შეგვეძლო, მეტოქე მომენტს თითქმის ვერ გვიქმნიდა, თუმცა პელისიერმა ერთი შანსი გამოიყენა და ბრწყინვალედ დაარტყა. იმედი მაქვს, რომ "ინტერთან" კარის მშრალად შენახვას შევძლებთ."
- განაცხადა ბონავენტურამ.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 6

Baraba 10 ოქტომბერი 2018 19:28
მართლა ვარსკვლავი არცერთიარაა გუნდში და ხა უკვე მწვრთნელზეა დამოკიდებული როგორ აათამაშებს გუნდს
Oto
Oto 8 ოქტომბერი 2018 21:26
ჩვენ გვყავს საშვალო დონის ფეხბურთელები და არ უნდა გაგვიკვირდეს რომ არასტაბილურები არიან
william265 8 ოქტომბერი 2018 18:45

როცა ფორმაშია, მგელია.
მაგრამ ჩავარდნის ეპიზოდი ექნება ყველა ვარიანტში... სულ ემართება ესე. ამიტო სანამ ფორმაშია შემტევი ნახევარმცველი არ გვჭირდება მაგრამ ზაფხულში უეჭველი დასათრევია ერთი მაღალი დონის შემტევი ნახევარმცველი.

ამ მომენტში ერთადერთი პრობლემატური რგოლი ბიგლიას პოზიციაა, შესაბამისად მანდ ბაკაიოკოს გასასტავებას ველოდებით, კარგია რო რინომ საყრდენად მოიხსენია პრესკონფერენციაზე და პირობაც დადო მასთან ბევრ დროს გავატარებო. ჩვენ რომ მონაკოდან გვახსოვს ისეთი ბაკაიოკო რომ ვიხილოთ ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს. ხოლო მისი ზამენა ბიგლია იქნება რომელიც სეზონში ალაგ-ალაგ 20 მატჩს ჩვეულებრივად ჩაატარებს საშუალოზე მაღალ დონეზე....

ბაკაიოკოს გასასტავების შემდეგ კესიეს ზამენა დაგვრჩება საპოვნი და ასევე ბონავენტურას კონკურენტი.
ვფიქრობ ლეონარდო ფაბრეგასის დაკერვას შეძლებს.
საბოლოო ჯამში ნახევარდაცვის ნაპრალის ამოვსება ესე მგონია რომ მოხდება.

ფაბრეგასი (ბონა)-ბაკაიოკო (ბიგლია)-კესიე (რამირესი).

რაბიოსა და ფაბრეგასს შორის არჩევანს ფაბრეზე გავაკეთებდი მაინც... ასაკის და გამოცდილების გამო.

alessandronesta13 8 ოქტომბერი 2018 18:09
გოლი როარ გაეტანა არაფერი არ უკეთებია ამის პოზიციაზე ჰაკანი როიდგეს არც მიასუნინებდა
Mmm
Mmm 8 ოქტომბერი 2018 17:47
ეხლა სანაკრებო შესვენება ისევ ცუდად იმოქმედებს.ისე ხო ბრდღვნიდნენ
rossoneri-best 8 ოქტომბერი 2018 16:31
არასტაბილურია მაგრამ კლასნი და შეე.ით თუ გინდა s012

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: კონტი, სტრინიჩი, კალდარა

გამოკითხვა

უნდა მოხსნან თუ არა ჯენარო გატუზო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image